ბრაზილიაში ამაზონის ქვეშ აღმოჩენილია მიწისქვეშა მდინარე

ამ აღმოჩენის წყალობით მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ „ამაზონის რეგიონი მოიცავს წყლის დინების ორ სისტემას: ზედაპირულ სადრენაჟო მდინარეს, რომელიც ამაზონს ქმნის და მიწისქვეშა წყლების ნაკადს ღრმა ფენების ნალექების მიღმა“, რომელიც ქმნის „ჰამზას“ სახელით მონათლულ მდინარეს.
მეცნიერ ელიზაბეტ პიმანტალის (Elizabeth Pimentel) ნამუშევარი იმ 241 ჭაბურღილის ტემპერატურის ანალიზს ეყრდნობა, რომელიც ბრაზილიურმა ნავთობის გიგანტმა Petrobras-მა გაბურღა ამაზონში აკრის, სოლიმოესის, ამაზონას, მარაჯოსა და ბარერანასის (Acre, Solimoes, Amazonas, Marajo, Barreirinhas) აუზში.
ორ მდინარეს შორის დიდი განსხვავება
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში უდიდეს მდინარეს, ამაზონსა და ჰამზას ერთნაირი დინება აქვთ დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, მათ შორის დიდი განსხვავებაცაა. მაშინ, როცა ამაზონის ნაპირები ერთიმეორისაგან 100 კმ-ითაა დაშორებული ადგილების მიხედვით, ჰამზასი – 200-დან 400 კმ-მდე მერყეობს. სხვათაშორის, ამაზონის წყლის სიჩქარე ბევრად აღემატება მიწისქვეშა მდინარისას: 0,1-დან 2 მეტრამდე წამში მაშინ, როცა ჰამზას ნაკადის სიჩქარე წლის განმავლობაში წამში 10-დან 100 მეტრამდე მერყეობს.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
- Login to post comments