Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დედამიწაზე დაახლოებით 8,7 მილიონი სახეობა ცხოვრობს

ჩვენი პლანეტა დაახლოებით 8,7 მილიონ ცოცხალ სახეობას ითვლის, რომელთაგან 6,5 მილიონი დედამიწის მყარ ზედაპირზე მრავლდება, 2,2 მილიონი კი – წყლის გარემოში, – ასეთი უზუსტესი მონაცემები გემოქვეყნდა სამშაბათს, 23 აგვისტოს აშშ-ში. აქამდე მხოლოდ 1,23 მილიონი (ანუ მთელის 14,1 %) სახეობა იქნა აღმოჩენილი, აღწერილი და კატალოგებში აღრიცხული – აზუსტებენ Census of Marine Life-ის („ზღვის სიცოცხლის აღწერა“) მკვლევარები, სწორედ ისინი არიან ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ  PLoS Biology-ში გამოქვეყნებული ნაშრომების ავტორები.
...

სახეობები, რომლებიც შეიძლება გაუჩინარებულიყო

მკვლევართა აზრით, „სახეობათა გარკვეული რაოდენობა შეიძლება მანამ გაუჩინარებულიყო, სანამ ჩვენ მათ არსებობას, ეკოსისტემაში მათ უნიკალურ ფუნქციასა და ადამიანთა კეთილლდღეობის გაუმჯობესებაში მათ პოტენციურ ღვაწლს შევიტყობდით“. UICN-ის  (Union internationale pour la conservation de la nature – ბუნების კონცერვაციის საერთაშორისო გაერთიანება) მიერ ახლახანს გამოქვეყნებული „წითელი სია“ 59 508 სახეობას მოიცავს, რომელთაგან 19 625 გადაშენების ზღვარზეა, აღნიშნავს ბორის წორნი (Boris Worn) Dalhousie-ის უნივერსიტეტიდან, ამ კომუნიკაციის თანაავტორი.

მკვლევარები 7,77 მილიონ სახეობას აღრიცხავენ მთლიანობაში, აქედან 953 434 უკვე აღწერილი და კლასიფიცირებულია. არსებობს კიდევ 298 000 მცენარეული სახეობა, რომელთაგან 215 644 უკვე კატალოგებშია შეტანილი.....

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.lemonde.fr/planete/