Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საერთაშორისო კოსმოსური სადგური დარჩა მომარაგების გარეშე

რუსეთმა შეაჩერა სოიუზ ხომალდების გაშვება რუსული სატვირთო უეკიპაჟო ხომალდის პროგრეს-ის ავარიის შემდეგ. ეს ხომალდი ოთხშაბათს, 24 აგვისტოს გაუშვეს საერთაშორისო კოსმოსური სადგურისაკენ (ISS), მაგრამ ვერ გააღწია ორბიტაზე და მიწას დაენარცხა. „გადაწყვეტილება მიიღეს, შეეჩერებინათ სოიუზ-ის ხომალდების გაშვება მანამ, სანამ ავარიის მიზეზები არ დადგინდება“, განაცხადა ხუთშაბათს, 25 აგვისტოს კოსმოსური სააგენტოს პასუხისმგებელმა პირმა, რომლის სახელიც არ არის დაზუსტებული, როგორც სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება.
რუსული სატვირთო ხომალდი პროგრესი, რომელსაც რამდენიმე ტონა ტვირთი გადაჰქონდა, მოსკოვის დროით 17 სთ-ზე (გრინვიჩის დროით 13 სთ) აფრინდა რაკეტა სოიუზ-U-ის მეშვეობით ყაზახეთში ბაიკონურის კოსმოდრომიდან.
მიკ სუფრედინის (Mike Suffredini), NASA-ში ISS პროგრამების პასუხისმგებელი პირის განცხადებით, პროგრესი დამხმარე ხომალდის მესამე საფეხურის გაუმართაობის მსხვერპლი გახდა. აღმოჩნდა, რომ ეს საფეხური  სოიუზ-FG -ის ეკიპაჟთან ერთად ფრენისათვის განკუთვნილი ვერსიების იდენტურია. ამგვარად, დაზიანების წარმომავლობის განსაზღვრა უკიდურესად მნიშვნელოვანია, კერძოდ კი რუსეთში ალტაის ნაკლებად დასახლებულ ზონაში ჩამოცვენილი ფრაგმენტების შესწავლის საშუალებით. ხუთშაბათს ამ რეგიონში  მიმდინარეობდა ნარჩენების მოძიების ოპერაცია, აცხადებს რუსეთის  საგანგებო სიტუაციების  სამინისტრო.
...

ამერიკული ხომალდების შეჩერების შემდეგ ხომალდი სოიუზი მომავალ თვეებში ერთადერთი საშუალებაა ISS-სთან დასაკავშირებლად. ევროპული სატვირთო ხომალდი ATV  2012 წლის მარტში უნდა გაუშვას Ariane 5-მა, იაპონური HTV-ი კი – გაზაფხულზე. .......

ამ მარცხს – იშვიათს – შეიძლება გავლენა მოეხდინა 20 ოქტომბერს დაგეგმილ კურუს (გაიანა) კოსმოსური სადგურიდან რუსული ხომალდის პირველ გაშვებაზე.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.lemonde.fr/planete/article/2011/08/25/la-station-spatiale-internationale-privee-de-ravitaillement_1563375_3244.html