Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მთვარის ახალი სურათები მთვარეზე დაშვების 40 წლის "საიდუმლოს" ნათელს ჰფენს

www2.tbo

1969-72 წლებში ამერიკული კოსმოსური აპარატები (აპოლონების ექსპედიციები) მთვარეზე დაეშვნენ და ასტრონავტების პირველი ნაბიჯები მთვარის ზედაპირზე, ამერიკული დროშის ფრიალი და ასტრონავტების გასეირნება "მთვარის როვერით" ათასობით ადამიანმა იხილა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

მაგრამ რატომღაც მაშინვე წარმოიშვა "გასაიდუმლოებისა" და "შეთქმულების" თეორია, რომლის მიხედვითაც ეს ყველაფერი არა რეალური – არამედ "დადგმული" იყო და არავითარი ექსპედიცია არ დაშვებულა მთვარეზე. ამ თეორიის მომხრეებს უამრავი შეკითხვა ჰქონდათ (და ეხლაც აქვთ) და ნასას (ამერიკის კოსმოსური სააგენტოს) ფოტოები, ვიდეო-ჩანაწერები თუ დოკუმენტები მათ ეჭვებს მხოლოდ უფრო აძლიერებდა. ასეთი შეკითხვების სია (შესაბამისი კომენტარებით) ადვილად შეგიძიათ იპოვოთ ინტერნეტში. მაგალითად: რატომ ფრიალებს დროშა? რატომ ხდება გადაცემული სიგნალის "დაგვიანება"? და სხვა.

რამდენიმე დღის წინ ნასამ გამოაქვეყნა თანამედროვე კოსმოსური აპარატის მიერ გადაღებული ახალი ზუსტი ფოტოები, რომლებზეც დეტალურად არის აღბეჭდილი 40 წლის წინანდელი დაშვების ადგილი.

საინტერესოა, რომ ფოტოებზე ძალიან კარგად ჩანს "მთვარის როვერის" მოძრაობის კვალიც, ასტრონავტების ნაფეხურებიც და დაშვების დროს დარჩენილი სხვა დეტალები. მთვარეზე ატმოსფეროს არარსებობის გამო ისინი თითქმის ხელუხლებელია.

ნასას აზრით, ამ ფოტოებმა უნდა გააქარწყლონ ყოველგვარი უსაფუძვლო მოსაზრება და დაასრულონ 40 წლის "შეთქმულების" თეორია.

ბი-ბი-სი-ს მიხედვით (იხ. ვიდეო)