Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ყველაზე პრიმიტიული ვარსკვლავის აღმოჩენა

1314885948-48

SDSS J102915+172927 : ასეთია მეტად თავისებური, მცირე წონის მქონე ვარსკვლავის სახელი, რომელიც ვარსკვლავთა ფორმაციის შესახებ თეორიის მიხედვით არც კი უნდა არსებობდეს. და მაინც, ის აქ არის, დედამიწიდან 4000 სინათლის წლით დაშორებული, ჩვენი გალაქტიკის ლომის თანავარსკვლავედში. ის დაახლოებით 13 მილიარდი წლის უნდა იყოს, ანუ ოდნავ უფრო ახალგაზრდა სამყაროზე, რომელიც 13,7 მილიარდი წლისაა.

ევროპულმა ჯგუფმა, რომელშიც პარიზის ობსერვატორიისა და CNRS-ის მკვლევარები იყვნენ გაერთიანებულნი, შეისწავლა ის სამხრეთ ევროპის ობსერვატორიის  (ESO) ძალიან დიდი ტელესკოპის საშუალებით (VLT), რომელიც ჩილეშია განთავსებული, და გამოაქვეყნა შედეგები 1 სექტემბრის ჟურნალ Nature-ში. უახლესი მზომავი ხელსაწყოების (X-Shooter და UVES, Ultraviolet and Visual Echelle Spectrographe) დახმარებით მეცნიერებმა გააანალიზეს მისი გამოსხივება, რათა განესაზღვრათ მისი შემადგენლობა და აღმოაჩინეს ორი განსაკუთრებულად საოცარი ანომალია.

ვარსკვლავი, რომელიც მხოლოდ მძიმე ელემენტების უსასრულო რაოდენობას შეიცავს

SDSS J102915+172927 (რომელსაც მეტსახელად „კაფოს ვარსკვლავს“ – "étoile de Caffau", ეძახიან კვლევის მთავარი ავტორის გვარის მიხედვით) თითქმის მთლიანად წყალბადისა და ჰელიუმისაგან, პრიმიტიული ელემენტებისაგან შედგება. სწორედ ეს ორი ატომი შეიქმნა პირველად სამყაროში, დიდი აფეთქების – Big Bang -ის – შემდეგ ერთ წამზე ნაკლები შუალედით. საოცარი კი ის არის, რომ ეს გახლავთ ცნობილი ვარსკვლავი, რომელიც ყველაზე მცირე რაოდენობით შეიცავს ისეთ მძიმე ელემენტებს  , როგორიცაა ნახშირბადი, აზოტი და ჟანგბადი. ამ უფრო მძიმე ატომებს ასტრონომებმა „მეტალები“ დაარქვეს, ისინი შეიქმნა მოგვიანებით, ვარსკვლავებში, ან მათი აფეთქების შედეგად. ვარსკვლავ კაფოზე 20000-ჯერ ნაკლები მეტალია, ვიდრე მზის ატმოსფეროში.

1314879554-9

ამგვარად, თეორიებისა და დაკვირვებების მიხედვით, ასეთი ვარსკვლავი არ უნდა არსებობდეს! მართლაც, ისინი არ აღიარებენ, რომ მსუბუქი ვარსკვლავები შეიძლება შეიქმნას პრიმიტიული შემადგენლობით, თუ არ გამდიდრდებიან ისეთი მეტალებით, როგორიცაა ნახშირბადი და ჟანგბადი. ისინი ვარსკვლავების ატმოსფეროს გაგრილების საშუალებას იძლევიან და ამგვარად მათ გაუჩინარებას ხელს უშლიან. ვარსკვლავი კაფო იმის „ცოცხალი“ მაგალითია, რომ ასეთი რამ შესაძლებელია!


სიურპრიზებით აღსავსე ვარსკვლავი

მეორე დაკვირვებამ კიდევ უფრო გააოცა მკვლევარები: ის ლითიუმით ძალიან ღარიბია. ეს ძალიან მსუბუქი ატომი კვალის სახით მაინც დაფიქსირდა სამყაროს შექმნისას წყალბადსა და ჰელიუმთან ერთად. ნეტავ რა მოხდა, ლითიუმი ამ პრიმიტიული ვარსკვლავიდან რამ გააქრო? მკვლევარები ასეთ ახსნას გვთავაზობენ: ის ალბათ 2 მილიონ გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გაცხელდა, ტემპერატურაზე, რომელსაც ლითიუმი ვერ უძლებს.

შეუიარეღებელი თვალისათვის უჩინარი ვარსკვლავი ნამდვილი გამოცანაა ასტროფიზიკოსებისათვის. მისი არსებობა ეჭვქვეშ აყენებს სამეცნიერო საზოგადოების მიერ მიღებულ ზოგიერთ საკითხს.

ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.science.gouv.fr/fr/actualites/bdd/res/4198/decouverte-de-l-etoile-la-plus-primitive-jamais-observee/