Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ქართული ენის ეროვნული კორპუსის საკოორდინაციო საბჭოს საპრეზენტაციო სესია

22/09/2011 - 10:00
22/09/2011 - 17:30
Etc/GMT+4

ქართული ენის ეროვნული კორპუსის საკოორდინაციო საბჭოს საპრეზენტაციო სესია

სესიის ჩატარების ადგილი: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

 მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, განვითარებული მსოფლიოს თითქმის ყველა ენისათვის იქმნება ეროვნული ენის კორპუსები - ენის ისტორიული არსებობის განმავლობაში შექმნილი ლიტერატურული და სხვა სახის ენობრივი მემკვიდრეობა, რომელიც ელექტრონულ მატარებლებზე გადაიტანება და ინტერნეტში განთავსდება კვლევის პროცესში მისი თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით დამუშავების მიზნით.
მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, 10 საათზე, საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შედგება ქართული ენის ეროვნული კორპუსის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული საპრეზენტაციო სესია. სესია მიზნად ისახავს, შეაჯამოს სამეცნიერო ჯგუფების მიერ საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ არსებული ენობრივი რესურსები (ტექსტურ მონაცემთა ელექტრონული ბაზები, ანალიზისა და სინთეზის, აგრეთვე სხვა პროგრამული პროდუქტები) და კოორდინაცია გაუწიოს ამ რესურსების გაერთიანებას ქართული ენის ეროვნულ კორპუსში ინტეგრაციის მიზნით. სესიაზე წარმოდგენილნი იქნებიან ის სამეცნიერო ორგანიზაციები (როგორ სახელმწიფო, ისე არასამთავრობო), რომლებიც  წლების განმავლობაში იღვწიან ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავების თეორიული და ინსტრუმენტალური ბაზის შესაქმნელად. საპრეზენტაციო სესიას დაესწრებიან ივ. ჯავახიშვილის, ილიას და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორები. სესიაზე მოწვეულები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუციები.
ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნა თანამედროვეობის ისეთივე კულტურული გამოწვევაა ქართველი ერის წინაშე, როგორიც თავის დროზე იყო ქართული ანბანის შექმნა, სულხან საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართულისა“ და „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ შექმნა. იგი ახალი საუკუნის მეგაპროექტია  ქართველი ერისათვის და მისი მსოფლიო ცივილიზაციაში მეცნიერული ინტეგრაციის ერთ-ერთ აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს.


პროგრამა


10.00 სთ.
ქართული ენის ეროვნული კორპუსის საკოორდინაციო საბჭო - პრობლემების მიმოხილვა.
10.10 სთ
 ი. გიპერტი, მ. თანდაშვილი - არმაზისა და ტიტუსის კოლექციები (გერმანია, ფრანკფურტი)
10.30 სთ
 პაულ მოირერი - GEKKO-კორპუსი (ნორვეგია, ბერგენი)
10.50
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
11.10
მარინე ბერიძე - დიალექტური კორპუსი (თსუ, ენათმეცნიერების ინსტიტუტი)
11.30
ლიანა ლორთქიფანიძე - კორპუსის მენეჯერის კომპილატორი (თსუ, ენათმეცნიერების ინსტიტუტი)
12.00  შესვენება
12.30
ენის მოდელირების ასოციაცია (ა/ო)
12.50
ინოვაციური სისტემების ინსტიტუტი (ა/ო)
13.10
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
13.30
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
13.50
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
14.10 შესვენება
14.40
დისკუსია
15.30  შესვენება
16.00
შემაჯამებელი სხდომა


ამ საკითხზე იხ. აგრეთვე რადიოგადაცემა