Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

როგორ ასწავლიან ფრინველები ერთმანეთს ლაპარაკს

Sulphur-crested cockatoos in Sydney's Royal Botanical Garden, photo by Mark Finney on Flickr

გარეული კაკადუ–თუთიყუშები სიდნეიში ლაპარაკს სწავლობენ

გარეული თუთიყუშები ავსტრალიაში, როგორც ჩანს, სალაპარაკო ფრაზებს სწავლობენ
მოშინაურებული თუთიყუშებისგან, რომლებიც მეპატრონეებს გამოექცნენ და მათ გუნდს შეუერთდნენ. რატომ, ან როგორ საუბრობს ზოგიერთი ფრინველი?

სიდნეის პარკებში მოსეირნე ადამიანები განაცვიფრა წამოძახილმა ფრაზებმა -  „გამარჯობა ძვირფასო“ და რა ხდება?“, რომლებიც ხეების მხრიდან ისმოდა.

გარეული ჩიტები, როგორებიცაა - ვარდისფერგულა თუთიყუშები, მომწვანო–მოყვითალო კაკადუები და თეთრი თუთიყუშები იმეორებენ იმ მოშინაურებული თუთიყუშების მიერ წარმოთქმულ ფრაზებს, რომლებიც პატრონებს გამოექცნენ, ან თავად გაათავისუფლეს, - აცხადებს ავსტრალიის, სიდნეის მუზეუმის თანამშრომელი, ბუნების დამცველი მარტინ რობინსონი.

მუზეუმმა მიიღო უამრავი შეტყობინება მოლაპარაკე გარეული ფრინველების შესახებ, განცვიფრებული საზოგადოების მხრიდან.

ჩიტები სოციალური არსებები არიან, ბარტყები კი ურთიერთობას სწავლობენ მათი მშობლების, ან ფრინველთა გუნდის ლიდერის მიერ წარმოთქმული ბგერების იმიტირებით.

ადამიანებისგან განსხვავებით, ფრინველებს ხმის სიმები არ გააჩნიათ. მათ ნაცვლად, როგორც ვარაუდობენ, ისინი იყენებენ ყელის კუნთებსა და მემბრანებს, განსაკუთრებით - ქვედა ხორხს, რათა ჰაერის ნაკადი ისე გამოსცენ, რომ ხმა, ან ბგერა წარმოსთქვან.

მაგრამ, ყველა ჩიტს არ შეუძლია სრულიად ახალი ბგერის წარმოთქმის სწავლა. დღესდღეისობით, როგორც დაადგინეს, ფრინველთა მხოლოდ სამ ჯგუფს აქვს ასეთი შესაძლებლობა: მგალობელ ჩიტებს, კაკადუებსა და გრძელკუდა  თუთიყუშებს, ასევე კოლიბრებს.

ვრცლად: BBC NEWS MAGAZINE