Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კონკურსის ”ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი 2010” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

IT-sheratonshi

30.06.2010 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტიდან.  

 "ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი 2010" მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, სამ ეტაპად ჩატარდა  და მასში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სხვადასხვა საგნის პედაგოგები და ინფორმაციული მენეჯერები მონაწილეობდნენ.

ერთობლივი პროექტის "ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი 2010" შემაჯამებელ  კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მაიკროსოფტის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პროგრამა "პარტნიორები განათლებაში" ლიდერმა თეოდორ მილევმა და გამარჯვებული პედაგოგები პრიზებითა და სერთიფიკატებით  დააჯილდოეს.

კონფერენცია კონკურსის ფორმატში ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა  სასწავლო პროცესის რეფორმირება, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება, ICT ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება,  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე,  შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა-წახალისება, საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და საერთაშორისო გამოცდილებებისა  და მიდგომების, ელექტრონული რესურსების  გაცნობა.

კონკურსის მონაწილეებმა ინტეგრირებული გაკვეთილების საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.  გამოვლინდა ორი გრან-პრის მფლობელი პროექტი - დაწყებით საფეხურზე ერთი და  საბაზო /საშუალო საფეხურზე ერთი;  ამავე საფეხურების ორი პედაგოგი პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ, მეორე ადგილი ოთხმა პედაგოგმა გაინაწილა, მესამე ექვსმა, სულ 14 პრიზიორი გამოვლინდა.

დიმიტრი შაშკინმა მნიშვნელოვანი უწოდა ანალოგიური კონკურსების ორგანიზებას და აღნიშნა, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში უფრო ინტენსიური გახდება,  ამოქმედდება ახალი ვებპორტალი www.buki.ge,  სადაც განთავსდება სასწავლო-შემეცნებითი თამაშები,  სკოლებში მიმდინარეობს ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევებით  პედაგოგთა და მოსწავლეთა მომზადების პროცესი.

"ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი 2010” მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ - სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ–ანალიტიკირი დეპარტამენტის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, საგანმანათლებლო და სამეციერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

ვიდეო