Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

83d8e5f0046e

Wolfram Hoerandner, Andreas Rhoby. Die Kulturhistorische bedeutung Byzantinischer Epigramme: Akten des Internationalen Workshops (Veroffentlichungen zur Byzanzforschung) / Österreichische Akademie der Wissenschaften. – Wien.: OAW, 2008. – Philisophsch-Historische Klasse 371, B. XIV. - 124 s.
ISBN 978-3-7001-6495-1
წინამდებარე ტომი შეიცავს ვორქშოფის ნაწილს შემდეგი სახელწოდებით: „Die Kulturhistorische bedeutung Byzantinischer Epigramme“ (ბიზანტიის ეპიგრამების როლი კულტურის ისტორიაში). იგი გაიმართა ვენაში ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის უნივერსიტეტის ეგიდით, 2006 წ. 1-2 დეკემბერი. ღონისძიების მთავარ თემას წარმოადგენდა ბიზანტიური ეპიგრამების თანამედროვე კვლევის სპეციფიკა, ორგანიზატორები ვ. ჰოერანდნერი და ა. რობი.
ნაშრომში ასევე შესულია დამატებები ვენის კონფერენციის ძირითად პროექტთან მიმართებით „Byzantinischer Epigramme inschriftlicher Uberliferung” (ბიზანტიის ეპიგრამების წერილობითი მნიშვნელობა). წიგნი იწყება ტერმინ „epigram“-ის განმარტებით და მთლიანად მიმოიხილავს კვლევასთან დაკავშირებულ არსებულ მდგომარეობას; მომდევნო სტატია კი არა მხოლოდ ზოგადად ფილოლოგიურ კვლევას შეეხება, არამედ ბიზანტისტიკაში არსებულ ყოველგვარ მიმართებას სიტყვასა და წარმოსახვას შორის. მეტიც აქ გამოკვლეულია ბიზანტიური არტეფაქტების ზეგავლენა ვენეციურ სამყაროზე, რომელიც უკვე მე-16 საუკუნის საწყის წარწერებში იყო ამოკითხული (იმიტირების პრინციპით.) შემაჯამებელ სტატიაში საუბარია ლიტერატურულ და არალიტერატურულ შუასაუკუნეობრივ ლათინურ ეპიგრამებზე.
წიგნი მოიცავს გრაფიკულ გამოსახულებებს და ინდექსურ ტაბულებს.
ნაშრომი გერმანულენოვანია.