Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ჯორჯ ორუელი – “ცხოველების ფერმა”

ჯორჯ ორუელი – “ცხოველების ფერმა” -  "მკითხველის ბლოგიდან "

“ცხოველების ფერმას” სახეში სილის გარტყმის ეფექტი აქვს. მაგრად განჯღრევს და გამოფხიზლებას გაიძულებს, შენ კიდევ არც ფიქრობ, სად ხარ, რა გარემოში, პროპაგანდისგან გაშტერებული იყურები, ცხოვრება მშვენიერი გგონია. უკან მიდიხარ და ვერ ხვდები, ომი წააგე და გამარჯვებას აღნიშნავ, არ გეზეიმება და დღესასწაულებს ხელოვნურად ქმნი, გეუბნებიან წინა მმართველზე უეკეთესი დროებააო და გჯერა, პრინციპებს გიცვლიან, იდეალებს გიმსხვრევენ და ბედნიერი ხარ!

ჯორჯ ორუელის ეს ნაწარმოები 1945 წელს გამოქვეყნდა, მოინათლა პოლიტიკურ ალეგორიად, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარიზმის კრიტიკას ემსახურებოდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ის რეჟიმიც წარსულს ჩაბარდა, თუმცა დღეს არსებული სიტუაცია ერთი ერთში ჯდება წიგნის სიუჟეტთან. პოლიტიკურმა რეჟმებმა, არამხოლოდ ჩვენთან (კაპუშცინსკი გამახსენდა) უბრალოდ ფორმა შეიცვლა და წინ ვერ წავედით.

მოქმედება ფერმაში ვითარდება. ცხოველებმა მათი პატრონი ჯოუნსი გააგდეს და ცხოვრება ადამიანის გარეშე დაიწყეს. რევოლუციის შემდეგ აღტკინებამ ცოტა ხანს გასტანა. ჩამოაყალიბეს მიმდინარეობა ენიმალიზმი, შეთანხმდნენ პრინციპებზე, რასაც დაიცავდნენ, ჰქონდათ ჰიმნი და სლოგანი “ყველა ცხოველი თანასწორია”. პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც ერთი ლიდერი გააძევეს და მისი ადგილი  კონკურენტმა ნაპოლეონმა დაიკავა. ფერმამ ახალი ტიპის ტოტალიტარიზმი მიიღო.

“ნაპოლეონი ყოველთვის მართალია”.

შიათ და სხვებს თვალს უბამენ ვითომ ბევრი სურსათი აქვთ, ახალ ახალ ტიტულებს იგონებენ, სხვადასხვა ორდენით აჯილდოებენ ცხოველებს, ყველაფერს ბელადს უკავშირებენ ” ამხანაგ ნაპოლეონის ხელმძღვანელობით ხუთი კვერცხი დავდე”.  პირობები გაუარესდა ნაპოლეონი კი ირწმუნება, რომ ჯოუნსის დროსთან შედარებით უკეთესი ყოფაა. “ის იცოდნენ, რომ დიდ გასაჭირში იყვნენ, გამუდმებით შიოდათ და სციოდათ, თუ არ ეძინათ, მუშაობდნენ, თუმცა არც იმაში ეპარებოდათ ეჭვი, რომ უწინ უარესად ცხოვრობნენ, გარდა ამისა, მაშინ მონები იყვნენ. ახლა კი თავისუფალნი არიან, ეს კი ის უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი იყო, რომლის აღნიშვნა არასოდეს ავიწყდებოდათ”.

არაფერი გეცნოთ?

ჯორჯ ორუელი

მერე ამოიჩემებ ერთ ადამიანს, შერაცხავ მტრად და ყველაფერ მას გადააბრალებ. შენს ყველა წარუმატებლობას მას მიაწერ.

იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ორუელის მიერ აღწერილი ქელეხის იდენტიფიცირებას თუ მოვახდენდი, ცხენის დაკრძალვაზე კარგად გამოძღნენ, გამოთვრნენ და სად იყვნენ, აღარ ახსოვდათ. ბოლოს პრინციპებთან ერთად მათი დევიზიც შეიცვალა და “ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია” გახდა.

მმართველები ხალხს საკუთარი ინტერესების შესაბამისად მართავენ, საკუთარ დაპირებებსაც წამდაუწუმ ცვლიან, თვალებში გიყურებენ და მასე კი არა, ასე ვთქვიო, გიმტკიცებენ, შენც დაეჭვებული დგახარ, ალბათ, მე მახსოვდა არასწორადო, ბოლოს იფიქრებ. მერე შენც ისეთივე ღორი ხდები, როგორი მმართველიც გყავს. მას შენ ირჩევ, შენ აძლევ უფლებას ის გიქნას, რაც მოუნდება, დებილივით დგახარ და იტან ყველაფერს, პროტესტის გრძნობა ვისაც უჩნდება, იმას სჯიან და გეშინია, იგივე არ დაგემართოს, იმას კი ვეღარ ფიქრობ, რომ ერთიანობას ვერც ერთი ღორი ვერ უწევს წინააღმდეგობას. ხალხის ძალას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, მერე რა, თუ მათ შორის მრავლად არიან ღორები, ვირთხები, მშიშრები და ეგოისტები. მთავარია, ღირსება არ დაკარგო.


  [საიტიდან "მკითხველის ბლოგი"]