Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მალხაზ ხარბედია – მხატვრული ლიტერატურა სკოლაში

არილი  23,09,  2011

პედაგოგიურ საკითხებზე პირველად სულ ცოტა ხნის წინ მომიწია ფიქრი და წერა. როგორც ჩანს, როდესაც სახლში პატარა გეზრდება, ძალაუნებურად იწყებ იმაზე ზრუნვასა და გნებავთ, ოცნებასაც, თუ რა განათლება შეიძლება მიიღოს მან მომავალში, როგორ არჩევანს გააკეთებს, როგორი იქნება მისი დამოკიდებულება სწავლისადმი, რამდენად შეეგუება იგი სავალდებულო საგნებს, რამდენ დროს დახარჯავს კარგი წიგნების აღმოსაჩენად, წასაკითხად თუ სხვებისთვის გასაზიარებლად... დღეს სწორედ ამ თემაზე მინდა ჩავფიქრდეთ, წიგნებზე და ბავშვებზე, უფრო კონკრეტულად კი, მხატვრულ ლიტერატურაზე სკოლაში, იმაზე, თუ რა გავლენები აქვს ძველ და თანამედროვე ლიტერატურას განათლების სფეროზე.
ზემოთ ვთქვი და აქაც გავიმეორებ, რომ აღზრდის საკითხებზე ფიქრში პირველ ნაბიჯებს ვდგამ, ამიტომ, გადავაწყვიტე დასახმარებლად მეგობრებისთვის მიმემართა, რომლებმაც შეიძლება უფრო ზუსტი მიმართულება მომცენ თავიანთი დაკვირვებებით. ეს ადამიანები სხვადასხვა თაობის, განათლების, შეხედულებებისა და პროფესიისანი არიან.
.....

უმბერტო ეკო წერდა თავის წიგნში „ექვსი გასეირნება ლიტერატურულ ტყეებში“, რომ ლიტერატურას იგივე ფუნქცია აქვს, რაც თამაშს ბავშვობაში. თამაშისას ბავშვები ცხოვრებას სწავლობენ, რადგან თამაშში ისინი იმეორებენ, უფრო სწორად წარმოადგენენ, დგამენ სიტუაციებს, რომელშიც ისინი თავად აღმოჩნდებიან, როდესაც გაიზრდებიან. ხოლო ჩვენ, უფროსები, ლიტერატურის მეშვეობით ვხვეწთ ჩვენს გარკვეულ უნარებს. და ეს უნარებია წარსულისა და აწმყოს გამოცდილების მოწესრიგება, ე.წ. ცხოვრებისეულ ქაოსში გარკვევა.

...
სრულად: http://arili2.blogspot.com/2011/09/blog-post.html