Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

Google-მა ხელი შეუწყო მკვდარი ზღვის ტერიტორიაზე აღმოჩენილი გრაგნილების ონლაინით განთავსებას

Section of the Temple Scroll

1 200 მეგაფიქსელის გამოსახულებებზე ზუსტად არის აღბეჭდილი გრაგნილზე არსებული უმცირესი ზომის წარწერები

http://dss.collections.imj.org.il/

მკვდარი ზღვის გრაგნილების უმაღლესი ხარისხის გამოსახულებები, მას შემდეგ, რაც Google–მა ხელი შეუწყო უძველესი დროის ტექსტების ციფრულ კოდირებას, ამჟამად უკვე ხელმისაწვდომია web–ის მეშვეობით.

მკვლევართა ფირმამ, დროებით, დოკუმენტების სკანირების საკუთარი ექსპერტიზა გადასცა ისრაელის მუზეუმს იერუსალიმში.

მოყვარულ და პროფესიონალ მეცნიერ–მკვლევარებს ამჟამად უკვე ექნებათ ხელმისაწვდომობა 1 200 მეგაფიქსელის გამოსახულებებზე.

მოპოვებულია ხუთი გრაგნილი, რომელთა შორისაც არის ტაძრისა და დიდი ისაია წინასწარმეტყველის გრაგნილები.

ანტიკური ნივთების ცნობილმა ფოტოგრაფმა, არდონ ბარ–ჰამამ გამოიყენა ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი განათების მილები, გრაგნილების წამის 1/4000–ში გასაშუქებლად.  გრაგნილების დაზიანებისგან დასაცავად, სპეციალურად შემუშავდა გამჟღავნების დრო, რომლის ხანგრძლივობაც  ჩვეულებრივი კამერის განათებაზე უფრო მცირეა.

მკვდარი ზღვის გრაგნილები 1947–1956 წლებში აღმოაჩინეს აღმოსავლეთ იერუსალიმში, მკვდარი ზღვის სანაპიროზე მდებარე 11 გამოქვაბულში.

აღმოჩენილი მასალა მოიცავს როგორც ბიბლიური ტექსტების, ასევე - წმინდა წერილების უძველეს ასლებს, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი და მეორე საუკუნეების ცხოვრებას ეხება.

ტექსტები, ძირითადად, პაპირუსის, ან პერგამენტის ქაღალდზეა დაწერილი, უმეტეს შემთხვევაში კი - მხოლოდ მცირე ზომის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ვრცლად: BBC NEWS TECHNOLOGY

http://dss.collections.imj.org.il