მოგწონთ მაჟინოს ხაზი? ძალიან მოგეწონებათ ბალისტიკური ანტისარაკეტო თავდაცვის ფრანგული პროექტი

საფრანგეთმა უნდა შექმნას ანტისარაკეტო დამცავი სისტემა? 2010 წლის ბოლოს ლისაბონის სამიტზე ატლანტიკურმა ალიანსმა მიზნად დაისახა ნატოს ევროპული ქვეყნების ტერიტორიებისა და მოსახლეობის დაცვის უზრუნველსაყოფად ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებების განვითარება. მაშინ, როცა ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების შესახებ დოკუმენტის – „თეთრი წიგნის“ – გადასინჯვის პერიოდი ახლოვდება, ისმის ლაპარაკი თავდაცვით ბიუჯეტში „ფრანგული ფარის“ ნაკლებად ეფექტურობის შესახებ!
ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც ახლა იქმნება, მუქარაა თვით საფრანგეთისათვის. ეს 2008 წელს ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების შესახებ „თეთრი წიგნის“ გამოჩენისთანავე იგრძნობოდა. მაშინ, როცა ამ დოკუმენტის გადახედვა იგეგმება, საფრანგეთი ბალისტიკური ანტისარაკეტო თავდაცვის შექმნაზეა ორიენტირებული, ე.წ. „ტერიტორიულ თავდაცვაზე“ (1), რომლის სავარაუდო ღირებულებაც 7,4-და 10 მილიარდ ევრომდეა ნაანგარიშევი პარლამენტის უახლოეს მოხსენებაში. ...
მისი მიზანია, განვითარებადი ქვეყნებიდან, პირველ რიგში ირანიდან, მომდინარე საფრთხისგან თავდაცვა და აშშ-ს მონოპოლიის დარღვევა ევროპაში ბალისტიკური რაკეტების განთავსებაზე.
მაგრამ ამ თითქოს "საღი აზრის" უკან გარკვეულ უზუსტობებს აქვს ადგილი...
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
http://www.atlantico.fr/decryptage/defense-animissilile-balistique-france-ligne-maginot-187965.html- Login to post comments
"მაჟინოს ხაზი"
ვიკიპედიიდან:
"მაჟინოს ხაზი (ფრანგ. la Ligne Maginot) – ფრანგული თავდაცვითი ნაგებობების კომპლექსი გერმანიის საზღვარზე, ააგეს 1929–1934 წლებში გერმანიის აგრესიის მოგერიების მიზნით. სახელი ეწოდა მშენებლობის ორგანიზატორის, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ანდრე მაჟინოს სახელის მიხედვით. საერთო სიგრძე 400 კმ".
როგორც ცნობილია, გერმანიის ჯარმა მარტივად შეძლო ამ თავდაცვითი ხაზის შემოვლა და, ამიტომ, "მაჟინოს ხაზი" ითვლება ისეთი სტრატეგიის სიმბოლოდ, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ და რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდება.