Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კლიმატურმა ცვლილებებმა ადამიანის ევულუციაში მნიშვნელოვანი მოვლენები მოახდინა

ლივერპულის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სწრაფი ტემპერატურული ცვლილებები დაემთხვა ადამიანების პირველი შორეული ნათესავების გამოჩენას,  ასევე, ქვის იარაღის აღმოჩენასა და გავრცელებას.

დოქტორი მეტ გროვი, არქეოლოგიის, კლასიკური სწავლებებისა და ეგვიპტოლოგიის სკოლიდან, გენეტიკური მოდელირების ტექნიკის გამოყენებით აღადგინა ბოლო ხუთი მილიონი წლის განმავლობაში მომხდარი კლიმატური ცვლილებების შესაბამისად ადამიანთა წინაპრების გამოჩენის სავარაუდო შემთხვევები. როდესაც შედეგები ადამიანის ევოლუციის ვადების საწინააღმდეგოდ აისახა, დოქტორმა გროვმა მიაგნო იმ ძირითად მოვლენებს, რომლებიც დიდი ალბათობით ემთხვეოდა აღრიცხულ ტემპერატურულ ცვლილებებს. მან განაცხადა: „კვლევამ ცხადყო, რომ ადამიანის მიერ ადაპტირებული რადიაცია წარმოადგენს მოდელს, თუ როგორ სწრაფად იზრდება თანაარსებული სახეობების რიცხვი მანამ, სანამ გამანადგურებელი პირობების გამო არ შემცირდება და წინა პერიოდის დონეს არ დაუბრუნდება, სწორედ ეს გარემოება დაემთხვა კლიმატური ცვლილებების ხანგრძლივ პერიოდს. შემდგომი მკვეთრი კლიმატური ცვლილებების დაწყების შემდეგ, 2.7 მილიონი წლის წინ, სამარხების მონაცემების მიხედვით მთელი რიგი ახალი სახეობები აღმოაჩინეს, უმეტესი მათგანი 1.5 მილიონი წლის წინ განადგურდა. ქვის პირველი იარაღი დაახლოებით 2.6 მილიონი წლის წინ გამოჩნდა, ასევე,  ეჭვგარეშეა, რომ ეს იარაღი ზოგიერთ ამ სახეობათაგანს მნიშვნელოვნად ეხმარებოდა, რათა კლიმატური პირობების სწრაფი ცვლილებებისთვის ფეხი აეწყოთ.

„1.5 მილიონამდე წლის წინ, ჩვენ ადამიანის ერთადერთი წინაპარი - Homo erectus გვყავდა. Homo erectus–ის გადარჩენის მთავარი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, მისი ქცევითი შემგუებლობა, ადაპტაციის უნარია. ეს არის გეოგრაფიული თვალსაზრისით, იმ პერიოდის ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელმაც ერთნახევარ მილიონზე მეტი წლის განმავლობაში გაძლო. მაშინ, როდესაც გარკვეულ გარემოს შეგუებული სხვა სახეობები შემდგომში, ამავე გარემოს მოსპობის შედეგად გაქრნენ, Homo erectus–მა, როგორც აღმოჩნდა, კარგად გაართვა თავი მრავალ კლიმატურ, თუ გარემო პირობების მოულოდნელ ცვლილებებს“.

ვრცლად: eurekalert.org