Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კლიმატური ცვლილებები არქტიკაში

არქტიკის ზღვის ყინული დნება გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე კლიმატური ცვლილებების წინასწარი მოდელირება პროგნოზირებს. რატომ?

ამერიკის ყინულისა და თოვლის მონაცემთა შეფასების ეროვნული ცენტრის (NSIDC) განცხადებით, 9 სექტემბერს, ზაფხულის მიწურულს, ყინულმა არქტიკის ოკეანის 4.33 კვადრატული კილომეტრი, ანუ 1.67 კვადრატული მილი დაფარა. ეს სრულებითაც არ არის დაბალი მაჩვენებელი. თუმცა, 2007 წლის არსებული მონაცემები, რომლებიც 4.17 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მზიანი დღეების, უღრუბლო ცისა და შუა–განედის თბილი ნაკადის უჩვეულო კომბინაციის შედეგია. წელს, შტორმის შედეგად თბილი ნაკადების ამგვარ მიმოქცევას ადგილი არ ჰქონია, ამიტომ, ზაფხულის განმავლობაში ზღვის ყინული საშუალოდ მინიმუმ 4%–ით უფრო სქელი დაფიქსირდა, ვიდრე - იმ წელს. ამ ფაქტს ემატება ის გარემოებაც, რომ როგორც გამოთვალეს, ყინულის სისქე, რომლის გაზომვაც გაცილებით რთულია, 1979 წლიდან - სატელიტის მონაცემების აღრიცხვის დაწყების დროიდან - ნახევრად შემცირდა. ამიტომ, ამჟამად არქტიკის ოკეანეში უფრო ნაკლები ყინულია, ვიდრე - ნებისმიერ დროს, კერძოდ ბოლო გამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ, 8 000 წლის წინ, დათბობის პერიოდის დასაწყისიდან მოყოლებული - დღემდე.

არქტიკის ოკეანის ყინული რომ დნება, უკვე ათწლეულებია, რაც ცნობილია. ამის მიზეზი, როგორც რამდენიმეს გარდა, თითქმის ყველა კლიმატოლოგი ვარაუდობს - გლობალური დათბობაა, რაც სითბური გაზის ემისიის შედეგს წარმოადგენს.  თუმცა გამდნარი ყინულის ოდენობა არ შეესაბამება კლიმატოლოგების ნავარაუდევს. ეს ფაქტი კი წინასწარმეტყველებს, რომ თუ ნახშირბადის დიოქსიდის, მეთანისა და ა.შ. რაოდენობა ატმოსფეროში განაგრძობს მატებას, საუკუნის ბოლოსთვის არქტიკის ოკეანეში, ზაფხულის განმავლობაში ყინული აღარ იტივტივებს. ამჟამინდელი მონაცემებით, აღნიშნული ფაქტი მოსალოდნელია, 2020–2050 წლებში დაფიქსირდეს.

ვრცლად: The Economist