Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

„მარადახალი ქნარის“ პოეტური ჰანგები

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში კავშირ პოეტური ორდენის „მარადახალი ქნარის“ მუდმივმოქმედი სემინარების ახალი სეზონი გაიხსნა. (შეხვედრები ზაფხულის არდადეგებთან დაკავშირებით შეჩერებული იყო). გაიმართა „მარადახალი ქნარის“ წევრების ერთობლივი პოეზიის საღამო „მარადახალი ქნარის ჰანგები“. პოეტური ორდენის წევრებმა: მიხეილ ღანიშაშვილმა, სევარიონ ნადირაძემ, ტრისტან მახაურმა, ქეთევან დოლიძემ და თამარ ლომიძემ საკუთარი ლექსები წაიკითხეს და საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს.

უნდა ითქვას, რომ პოეტურ ორდენ „მარადახალი ქნარის“ ლიტერატურული სემინარები ისევ გაგრძელდება და ორ კვირაში ერთხელ, ყოველ მეორე პარასკევს 6 საათზე გაიმართება. „გეტყვით, რომ სემინარების ნახევარი პერიოდი უკვე დაგეგმილია. იქნება ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები პოეტებთან, მწერლებთან, ხელოვნების სხვადსხვა დარგის წარმომადგენლებთან. გვინდა ფოლკლორული მუსიკის საღამოს ჩატარება, გამოფენების მოწყობა. ვფქრობთ ორი მნიშვნელოვანი საღამოს გაკეთებას. ერთი იქნება ადამ მიცკევიჩისადმი მიძრვნილი საღამო, რომელშიც გვინდა, პოლონეთის საელჩო ჩავრთოთ და მეორე კნუტ ჰამსუნის საღამო, რომელიც მოგეხსენებათ, თავისი ბიოგრაფიით და ცხოვრებით საქართველოსთან იყო დაკავშირებული.“ - ამბობს კავშირ პოეტურ ორდენ „მარადახალი ქნარის“ თავმჯდომარე მიხეილ ღანიშაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პოეტური ორდენი „მარადახალი ქნარი“ გასული საუკუნის 90-იანი წლების უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტდამთავრებულთა ბაზაზე შეიქმნა. ორდენში გაერთიანდნენ მიხეილ ღანიშაშვილი, სევარიონ ნადირაძე, ტრისტან მახაური, ზურაბ ჯაფარიძე, მურღვა არდოტელი, ქეთევან დოლიძე და თამარ ლომიძე. 1992 წელს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლის დარბაზში მოეწყო „მარადახალი ქნარის“ პირველი საჯარო წარდგინება, როგორც დამოუკიდებელი პოეტური გაერთიანებისა.

2003 წელს მოხდა პოეტურ ორდენ „მარადახალი ქნარის“ კავშირის სახით ოფიციალური რეგისტრაცია შესაბამისი ატრიბუტიკითა და ემბლემით. კავშირის თავმჯდომარედ დამტკიცდა მისი ერთ-ერთი დამაარსებელი მიხეილ ღანიშაშვილი. ამ პერიოდისათვის „მარადახალ ქნარს“ უკვე ეკლდა ერთი წევრი, პოეტი და გამომცემელი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც 1995 წელს ხევსურეთის მთებში ტრაგიკულად აღესრულა. რეგისტრაციის პერიოდისთვის კი ორდენის სიას უკვე ავსებდა ლიტერატორი და მეცნიერი ხვთისო მამისიმედიშვილი.

„მარადახალ ქნარს“ თავისი არსებობის მანძილზე გამართული აქვს არაერთი სალიტერატურო შეხვედრა და პოეზიის საღამო, როგორც დედაქალაქის, ისე საქართველოს მთელი რიგი ქალაქებისა და რაიონების სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებში, მათ შორის სკოლებშიც. ორდენის წევრების შემოქმედება ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანია. მათ კალამს ეკუთვნის როგორც პოტეური, ისე პროზაული ნაწარმოებები, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სამეცნიერო-ფილოლოგიური გამოკვლევები. ორდენის ყველა წევრს გამოცემული აქვს არაერთი წიგნი, მათი ნაწარმოები ნათარგმნია სხვადასხვა ენაზე, დაბეჭდილია საზღვარგარეთულ გამოცემებში.

პოეტურ ორდენ „მარადახალი ქნარის“ წევრები უპირატესობას ანიჭებენ მხატვრული გამოსახვის ტრადიციულ, კლასიკურ ფორმებს, მშვენიერის ესთეტიკას, მითოსს, ფოლკლორს, რელიგიას, ისტორიზმს...

„ხშირად გვეკითხებიან რატომ არ იზრდება „მარადახალი ქნარის“ წევრების რიცხვი? იქნებ არიან ორდენში გაწევრიანების მსურველები? რა თმქა უნდა მსურველები არიან, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით არ ვაპირებთ წევრების გაზრდას, თუმცა არ გამოვრიცხავთ, იმასაც, რომ სხვა ადამიანებიც შემოგვიერთდნენ.“ - ამბობს მიხეილ ღანიშაშვილი.