Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

უძველესი მეტალურგია და სოციალური პროცესები სამხრეთ კავკასიაში ძვ.წ. VI-III ათასწლეულებში

დასრულდა სამეცნიერო მუშაობა საგრანტო პროექტზე – „უძველესი მეტალურგია და სოციალური პროცესები სამხრეთ კავკასიაში ძვ.წ. VI-III ათასწლეულებში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი ისტორიის მეცნიერებათა დოქ. ირინე ღამბაშიძე.

გრანტის მიმღები ორგანიზაცია - საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

გამოიცა წიგნი სახელწოდებით „Uუძველესი მეტალურგია და სამთო საქმე საქართველოში ძვ.წ. VI-III ათასწლეულებში“.

ნაშრომი შედგება წინასიტყვაობის, შესავლის, ოთხი თავისა , საკატალოგო ნაწილისა და დასკვნისაგან. შესავალი და ვრცელი დასკვნა მოცემულია გერმანულ და რუსულ ენებზეც. წიგნში (სულ 622 გვერდი) უხვადაა მოცემული ფერადი და შავთეთრი საილუსტრაციო მასალა.

I თავი დათმობილი აქვს გეოლოგიურ ნაწილს, რომელშიც ასახულია კავკასიის მადნეული საბადოების უახლესი მონაცემები, თანდართული მრავალფეროვანი შესაბამისი თანამედროვე რუკებით.

II თავი განეკუთვნება უძველესი სამთო წარმოების ძეგლების აღწერილობებსა და სამთო იარაღების კლასიფიკაციას.

III თავში მოცემულია სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე დადასტურებული ლითონის გადასამუშავებელი სახლოსნოებისა და სახელოსნო იარაღების აღწერილობები, მოტანილია მათი პარალელები. განხილულია უძველესი მეტალურგიის პრობლემური საკითხები. მოცემულია უძველესი ლითონების თანამედროვე კვლევების ახალი მეთოდები.

IV თავში საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ლითონის არტეფაქტები დაჯგუფებულია მორფოლოგიურ-ფუნქციონალური ნიშნით. ამ ჯგუფებს თან ერთვის გავრცელების რუკები და ქიმიური ანალიზის შედეგები.

V საკატალოგო ნაწილში სრულად არის თავმოყრილი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი, ძვ. წ. VI-III ათასწლეულებით დათარიღებული, ლითონის, თიხის, ქვისა და ხის არტეფაქტები, რომელშიც მოცემულია თითოეულის სრული აღწერილობა, ქიმიური ანალიზის შედეგები, დაცვის ადგილი და საინვენტარო ნომრები. დასახელებულია ძირითადი პუბლიკაციები და ილუსტრირებულია გრაფიკულად და ფოტოსურათებით.

ნაშრომში შესულია ყველა იმ ლითონის არტეფაქტის ქიმიური ანალიზის მონაცემი, რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოს სხვადასხვა ლაბორატორიაში არის მიღებული. აქვეა იმ არტეფაქტების ანალიზის შედეგებიც, რომლებიც ბოხუმის სამთო მუზეუმის მასალათმცოდნეობის ლაბორატორიაშია 2000-2009 წლებში მიღებული და შესაბამისად პირველად ქვეყნდება.

ნაშრომში აგრეთვე პირველად ქვეყნდება საქართველოს ტერიტორიაზე ბოლნისის რაიონში, ადგილ საყდრისში, ოქროს უძველესი სამთო გამონამუშევრის არქეოლოგიური კვლევის მონაცემები (პროექტი ”ოქრო საქართველოში” _ დამფინანსებელი ფოლკსვაგენის ფონდი, ჰანოვერი).

[სიახლეები რუსთაველის ფონდში]