Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

შესაძლებელია, თუ არა, ადამიანებს მრავალი პიროვნული მხარე ჰქონდეთ?

მრავალი თერაპევტის აზრით, ეს შესაძლებელია, თუმცა კვლევის შედეგად ეჭვი მაინც წამოიჭრა.

შოუს სერიალში - United States of Tara, მსახიობი ტონი კოლეტი განასახიერებს ტარა გრეგსონს, კანზასელ დედას, რომელსაც დისოციაციური იდენტურობის მოშლილობა (DID) აქვს. ისევე როგორც ამ დიაგნოზის მქონე სხვა პირები, ტარაც იხრება მრავალი სხვადასხვა პიროვნული თვისებებისკენ, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებს. ეს თვისებები არის -ფლირტისმოყვარული, იმპულსური ტინეიჯერის თვისება; 1950 წლების ტრადიციული დიასახლისი და ვიეტნამის  ხმაურიანი ვეტერანი.

ბევრ ფილმში მსგავსად არის ასახული იმ პირების პორტრეტები, რომლებსაც მრავალი პიროვნული თვისებები გააჩნიათ. ასეთი ფილმებია, მაგალითად: „The Three Faces of Eve“ (1957), Me, Myself, and Irene (2000). ზოგიერთ მათგანში დისოციაციური იდენტურობის მოშლილობა (DID) შიზოფრენიასთან მცდარად არის გაიგივებული. [see “Living with Schizophrenia,” by Scott O. Lilienfeld and Hal Arko¬witz; Scientific American Mind, March/April 2010].  ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის მიერ გამოცემულ დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოშიც, რომელიც 2000 წელს გამოქვეყნდა, განმარტებულია ის ძირითადი მახასიათებლები, რომელიც თან ახლავს აშლილობას „რამდენიმე პიროვნული თვისებების ქონას“. კვლევამ კი აჩვენა, რომ ეჭვქვეშაა, ვინმე მრავალი პიროვნული თვისების მატარებელი იყოს.

არსებობს მრავალი მონაცემი, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დისოციაციური იდენტურობის მოშლილობა (DID) უბრალოდ გაყალბებული ფაქტი არ არის და ამგვარი ადამიანები სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ერთი, ან ორი ადამიანის პიროვნული თვისებები გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პაციენტს მხოლოდ ერთი პიროვნულ მხარე აქვს - ე.წ. „გახლეჩილი პიროვნული მხარე“, უმეტესობა აცხადებს, რომ რამდენიმე მხარე გააჩნია. დალასის საავადმყოფოს ფსიქიატრ, კოლინ როსისა და მისი კოლეგების მიერ 1989 წელს წარმოებული კვლევის დროს გამოაშკარავდა, რომ პიროვნული მხარის საშუალო მაჩვენებელი იყო 16. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს იგივე მაჩვენებლია, რაც, სავარაუდოდ, შერლი არდელ მეისონს ჰქონდა. იგი სიბილის სახელით იყო მოხსენიებული 1973 წელს, საუკეთესოდ გაყიდულ წიგნში და  ორ სატელევიზიო ფილმში, რომელიც პოპულარიზაციას უწევდა მრავალი პიროვნული მხარის მქონე დიაგნოზის პაციენტებს. (მოგვიანებით გამოაშკარავდა, რომ სიბილის პირველმა თერაპევტმა იგი აიძულა, გამოევლინა მრავალი პიროვნული მხარე, რათა უდიდესი სენსაცია მოეხდინა.) იშვიათ შემთხვევებში, პიროვნული მხარეების რიცხვმა, შესაძლებელია ასს, ან ათასსაც კი მიაღწიოს.

კითხვის წამოჭრისას იმის შესახებ, რომ შესაძლებელია თუ არა, ადამიანს ერთზე მეტი პიროვნული მხარე გააჩნდეს, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იურიდიული და თერაპევტული დასკვნები, ან შეფასებები. თუ ეს შესაძლებელია, ან თუ პაციენტებმა ხშირად არ იციან, რომ მათი ქმედებები ამგვარი პიროვნული მხარეების შედეგია, ასეთ დროს, შეიძლება გამართლებული იყოს შემდეგი იურიდიული საბუთი - „არ არის დამნაშავე დისოციაციური იდენტურობის მოშლილობის (DID) ქონის გამო“. სხვა მკვლევარები კამათობდნენ იმის შესახებ, რომ თითოეული პიროვნული მხარე უფლებამოსილია, განცალკევებული იურიდიული განაცხადების გასაკეთებლად. როგორც ვაინის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა, რალფ სლოვენკომ, 1999 წელს თავის სტატიაში აღნიშნა, ზოგიერთმა მოსამართლემ ისიც კი მოითხოვა, მოწმის სტატუსით წარდგენისას, მსგავსი პიროვნული მხარეების მქონე პირს, თითოეული მხარის წარმოდგენისას ცალ–ცალკე დაედო ფიცი.

ამგვარი პაციენტების მკურნალობისას, ბევრი თერაპევტი ცდილობს მათი ცალკეული მხარეების ინტეგრირება მოახდინოს და  ერთ მთლიანობად აქციოს.

ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN