Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

მსუბუქი ყოფაქცევის ქალიშვილები: მშობლების ბრალია?

Filles
ცხოველთა სამყაროში ძუებსა და ხვადებს შორის სექსუალური არათანასწორობა რეპროდუქციისათვის არის მნიშვნელოვანი. ხვადებს სრული თავისუფლება გააჩნიათ იმისათვის, რომ თავისი თესლი ყოველჯერზე, როცა მოესურვებათ, დაღვარონ და აღარ იზრუნონ სხვა არაფერზე: რაც მეტი თავგადასავალი ექნებათ, მით მეტი შანსია იმისა, რომ თავის გენს გაამრავლებენ, ეს კი მათ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი პრიორიტეტია (რეპროდუქტიულობის გასაოცარი ინსტიქტი). ეს რადიკალურად სხვაგვარადაა ძუებში: დაორსულების შემდეგ მათ აღარ შეუძლიათ თავისი გამეტების გავრცელება.....
...
ჟურნალ  Science-ში  გამოქვეყნებული კვლევა სულ ცოტა ერთ განმარტებას მაინც უძებნის ამ ფენომენს. ავტორები დაეყრდნენ ჰიპოტეზას, რომლის მიხედვითაც ცხოველთა სამყაროში აღინიშნება შობადობის დიდი მაჩვენებელი, ძუებმა უნდა გაზარდონ შეჯვარების რაოდენობა, რათა დარწმუნდნენ, რომ იპოვეს ისეთი ხვადი, რომლის გენიც საკმაოდ განსხვავებული იქნება მათი საკუთარისაგან, ამგვარად ისინი სიცოცხლიუნარიან შთამომავლობას მოგვცემენ. მართლაც ძლიერი გენეტიკური სიახლოვე იმის საწინდარია, რომ შთამომავლობა მავნე მახასიათებლებით გაჩნდება. მეცნიერებმა თავის კვლევებში შექმნეს ერთი პატარა მწერის, ფქვილის წითელი ტრიბოლიონის სიცოცხლის ხაზები. ეს მწერი გენეტიკოსებისათვის ერთგვარი მოდელია. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 2 რამ: ერთი  - ის, რომ საკვლევი პოპულაცაციაში მდედრების (ერთის, ან რამდენიმეს) პარტნიორთა რაოდენობა მნიშვნელოვანი იყო რეპროდუქტიული წარმატებებისათვის. მეორე - განსაზღვრეს შობადობის რიცხვი. არმოჩნდა, რომ იმ პოპულაციის მწერები, რომლებიც მხოლოდ ერთხელ წყვილდებოდნენ, ნაკლებ შობადობას აჩვენებდნენ.
მწერების ამ კატეგორიით დაინტერესებამ კი აჩვენა, რომ მაღალი შობადობის პოპულაციის მწერები პოლოანდრიას მისდევდნენ. აქ კი მეცნიერების იმედები არ გაცრუებულა: ქალბატონი ტრიბოლიონები ნამდვილ სექსუალურ მარათონელებად იქცნენ, ისინი მთელი დროის 40%-ს ამ საქმეს უთმობდნენ, ანუ იმაზე ორჯერ მეტ დროს, ვიდრე სხვა კონტროლირებადი პოპულაციები.....ასეთი აქტივობის გამო მაღალი შობადობით გამორჩეული პოპულაციის მდედრები ბევრად რეპროდუქტიულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ისინი, ვინს მონოგამიას, ან ნორმალური პოპულაციის პოლიგამიას მისდედნენ. ამგვარად, მრავალქმრიანობა საშუალებას აძლევს მდედრს, შეარჩიოს მამრი, რომლის გენეტიკური მახასიათებლები რაც შეიძლება მეტად განსხვავებულია მისი საკუთარი გენომისაგან.
ისღა დარჩა გასარკვევი, რა აიძულებს ამ მწერებს, რომ შეეგუონ ასეთ მდგომარეობას? შობადობამ თაობათა შორის სწრაფად გადაარჩია ძლიერი კონსტიტუციისა და დიდი სექსუალური მადის ინდივიდები? თუ ამ პოპულაციებში არსებობს საიდუმლო „განგაში“, გენეტიკური, ან ეპიგენეტიკური, რომელიც უბიძგებს მდედრებს, გაზარდონ შეწყვილების რიცხვი შობადობის გასაზრდელად? რაც არ უნდა იყოს, არ შეიძლება ტრიბილიონების მაგალითის ადამიანებზე გადმოტანა. ამგვარად, თუ თქვენი ცოლი გამოგიცხადებთ, რომ,  ყველა თქვენს რაგბელ მეგობართან გიღალატათ, არ დაიწყოთ თქვენი სიდედრისა და სიმამრის დადანაშაულება, თითქოს მათი შერეული ქორწინების ბრალი იყოს ყველაფერი...

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://blog.slate.fr/globule-et-telescope/2011/10/03/filles-faciles-faute-parents-consanguinite/