Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ნობელის პრემია მედიცინის დარგში მიენიჭათ ბეტლერს, ჰოფმანს და სტეინმანს

Untitled-1-copy

2011 წლის ნობელის პრემია მედიცინის დარგში მიენიჭათ ამერიკელ ბრიუს ბეტლერს (Bruce Beutler), ფრანგ ჟიულ ჰოფმანსა (Jules Hoffmann) და კანადელ რალფ სტეინმანს (Ralph Steinman), განაცხადა 3 ოქტომბერს ნობელის კომიტეტმა. ჟიულ ჰოფმანი, ლუქსემბურგში დაბადებული ფრანგი მკვლევარი სტრასბურგის მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს. მან 2011 წელს CNRS-ის ოქროს მედალი მიიღო.

ლაურიატების ვინაობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რალფ სტეინმანი სამი დღის გარდაცვლილი იყო. „ბ–ნი სტეიმანი გარდაიცვალა 30 სექტემბერს“, აღნიშნა ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ერთ-ერთ განცხადებაში და დაამატა, რომ 68 წლის მკვლევარი ოთხი წლის განმავლობაში პასკრეასის სიმსივნით იყო დაავადებული.

ნობელის კომიტეტი არ ანიჭებს თავის პრემიას გარდაცვალების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გარდაცვალება მოხდება პრემიის მინიჭების შესახებ განაცხადის გაკეთებისა და მისი გადაცემის დროს შორის არსებულ პერიოდში (რაც ამ შემთხვევაში  დეკემბერში შვედეთშია დაგეგმილი). მიუხედავად ამ წესისა, კომიტეტმა, რომელმაც არ იცოდა , რომ რალფ სტეინმანი გარდაცვლილი იყო, გადაწყვიტა,აღარ შეეცვალა თავისი არჩევანი.

ახალი მედიკამენტები და ვაქცინები

ბეუტლერი დე ჰოფმანი გაიყოფენ პრემიის ნახევარს, 10 მილიონ შვედურ კრონს (1,46 მილიონი დოლარი), რომელიც ლაურეატებს თანდაყოლილი იმუნური სისტემის დარგში ჩატარებული სამუშაოებისათვის მიენიჭათ. გადაცვლილი ბ–ნი სტეინმანი კი ადაპტირებული იმუნური სისტემის დარგში ჩატარებული სამუშაოებისათვის ჯილდოვდება და მთელი თანხის ნახევარს მიიღებს. წლევანდელმა ნობელის ლაურეანტებმა რევოლუციურად შეცვალეს იმუნური სისტემის მცნება, როდესაც მისი აქტივობის გასაღები პრინციპები აღმოაჩინეს, აღნიშნულია კომიტეტის განცხადებაში.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
http://fr.news.yahoo.com/nobel-m%C3%A9decine-attribu%C3%A9-%C3%A0-beutler-hoffmann-steinman-092111815.html