Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010

ჩატარდა “თბილისის  სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010-ის”   საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის III-IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის და მასში 1000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.

გამარჯვებული სტუდენტები კურსის დასრულების შემდგომ  დასაქმდებიან ან სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში.

ოლიმპიადის სპონსორი  თბილისის მერია იყო. ოლიმპიადა ჩაატარა ორგანიზაციამ “საქართველოს ეკონომისტთა ფორუმი”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ ოლიმპიადაში  I და II ადგილზე  გასულ სტუდენტებს ნოუთბუქები გადასცა. გამარჯვებულებს   ფულადი პრიზები  ქ. თბილისის მერმა გიგი უგულავამ და “თი-ბი-სი” ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გადასცეს. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დაჯილდოების ცერემონიალი ახალ სპორტულ ცენტრში გაიმართა, რომელიც  თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა.

საიტიდან:

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]