Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ოჯახი ყველა ბავშვისათვის...

17/10/2011 - 14:10
17/10/2011 - 17:10
Etc/GMT+4
17  ოქტომბერს, 14:00  ეროვნული  სამეცნიერო  ბიბლიოთეკის  საკონფერენციო   დარბაზში  ბრიტანული  საქველმოქმედო  ორგანიზაციის „EveryChild" წარმომადგენელმა მარიამ დიაკონიძემ პრეზენტაცია   ჩაატარა.

"ევრიჩაილდი"- ბრიტანული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება ბავშვთა უფლებების დაცვას და ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 17 ქვეყანაში.

2005 წელს საქართველოს მთავრობამ ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის სოციალურ მომსახურებათა განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა და "ევრიჩაილდ"-ის დახმარებით წამოიწყო ბავშვთა კეთილდღეობის სახელმწიფო რეფორმა.
მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან მუშაობის გზით, "ევრიჩაილდი" ხელს უწყობს ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმირებას და მონაწილეობს სოციალურ მომსახურებათა ქსელის შექმნაში დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის.

•    "ევრიჩაილდმა" შეიმუშავა ბავშვებსა და ოჯახებთან მომუშავე სოციალური მუშაკების გადამზადების პირველი მოდელი და დანერგა ბავშვებსა და ოჯახებთან მომუშავე სოციალური მუშაკის პროფესია.
•    "ევრიჩაილდის" დახმარებით მომზადდა სოციალურ მუშაკთა კვალიფიციური კადრი.
•    დახმარება გაეწია 3000-ზე მეტ ბავშვს – მოხერხდა მათი ბიოლოგიურ ოჯახებთან განშორების პრევენცია ან ალტერნატიულ ოჯახურ გარემოში განთავსება.
•    ოპტიმიზაციის გეგმის ფარგლებში "ევრიჩაილდი" უწევს მთავრობას ტექნიკურ მხარდაჭერას სადღეღამისო საბავშვო დაწესებულებათა ოჯახის ჩამნაცვლებელ ან/და ოჯახისა და თემის მხარდამჭერ მომსახურებად გარდაქმნაში.
•    ამჟამად "ევრიჩაილდი" სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ალტერნატიული მომსახურების ორ ცენტრს მართავს.  ესენია თიანეთის ბავშვზე ზრუნვის დღის ცენტრი და რუსთავის მცირე საოჯახო ტიპის სახლი.
 "ევრიჩაილდმა" შეიმუშავა ბავშვებსა და ოჯახებთან მომუშავე სოციალური მუშაკების გადამზადების პირველი მოდელი და დანერგა ბავშვებსა და ოჯახებთან მომუშავე სოციალური მუშაკის პროფესია.
•    "ევრიჩაილდის" დახმარებით მომზადდა სოციალურ მუშაკთა კვალიფიციური კადრი.
•    დახმარება გაეწია 3000-ზე მეტ ბავშვს – მოხერხდა მათი ბიოლოგიურ ოჯახებთან განშორების პრევენცია ან ალტერნატიულ ოჯახურ გარემოში განთავსება.

“ევრიჩაილდ” საქართველო მუშაობს ახალ პროექტზე - “ბავშვზე ზრუნვის მომსახურების და სისტემების გაძლიერება”, რომელსაც აფინანსებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით. პროექტის განხორციელებაში ჩართულია ყველა ის ორგანიზაცია და უწყება, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის გატარებას: “ევრიჩაილდ” საქართველო, “გადავარჩინოთ ბავშვები”, “საქართველოს ბავშვები” და ფონდი “პირველი ნაბიჯი”.