Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მე-60 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაიხსნა

მე-60 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაიხსნა -

Laboratoria%20-%2018.10.11

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №60 საჯარო სკოლაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია გახსნა. ლაბორატორია სამი სრული კომპლექტისაგან შედგება, თითოეულში, საგნების (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) მიხედვით, 18 ქვეკომპლექტია გაერთიანებული.

თანამედროვე ლაბორატორიაში ყველა პირობაა შექმნილი რათა მოსწავლეებმა ცდები ჩაატარონ, კვლევები აწარმოონ და შედეგები აღრიცხონ. №60 სკოლის სასწავლო ლაბორატორიაში სპეციალური გამწოვი კაბინაცაა დამონტაჟებული, სადაც შესაძლებელია ისეთი ქიმიური რეაქციების ჩატარება, რომლებიც განსაკუთრებულ პირობებსა და შესაბამის გარემოს საჭიროებენ.

ტექნიკური დარგების განვითარებისა და სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლების მიზნით, სამინისტრო  პროგრამა ”აინშტაინს” ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით უკვე  რამდენიმე ასეული სკოლა აღიჭურვა ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიებით. ეს პროცესი ახალი სასწავლო წლიდანაც გრძელდება და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლას გადაეცემა.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. ამიერიდან, თითოეული მოსწავლე შეძლებს პრაქტიკულ მუშაობას, კვლევის  ჩატარებას, მისი შედეგის აღრიცხვასა და გაანალიზებას, სათანადო დასკვნის გამოტანას.

სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვის პარალელურად, არაერთი პედაგოგი გადამზადდა. ახლადგახსნილ მასწავლებლის სახლში ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელთა გადამზადების პროცესი. პედაგოგები სწავლობენ თანამედროვე ხელსაწყოებთან და აპარატურასთან მუშაობას, მომავალში ეს მათ დაეხმარებათ უფრო საინტერესო და სახალისო გახადონ საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების პროცესი.
[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]