მცირე გამყინვარების ეპოქაში შემცირდა ევროპელების რიცხვი, გაჩაღდა ომები
სრულიად გაყინული ლონდონის მდინარე ტემზა 1677 წ.
გამოკვლევების შედეგად მეცნიერულ საფუძველზე უკავშირებენ კლიმატურ ცვლილებებს ღრმა სოციალურ ძვრებს
ომებით, ინფლაციით, შიმშილითა და ადამიანების სიკვდილიანობით აღსავსე 1600–იანი წლების პერიოდს ევროპაში ეწოდა საყოველთაო კრიზისის ეპოქა.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისტორიკოსებმა ამ მღელვარე ათწლეულებს მიაწერეს ფუნდალიზმსა და კაპიტალიზმს შორის მზარდი განხეთქილება, ახალმა კვლევები სხვა „დამნაშავეზე“ მიუთითებს: ხანგრძლივი კლიმატური ცვლილებების პერიოდზე, რომელიც მცირე გამყინვარების ეპოქით არის ცნობილი.
მცირე გამყინვარების პერიოდმა წერტილი დაუსვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას და საბოლოოდ მიიყვანა ევროპა კრიზისამდე. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მათ პირველებმა დაამტკიცეს მიზეზ–შედეგობრიობის არსებობა კლიმატურ ცვლილებასა და ფართო მასშტაბიან სოციალურ კრიზისს შორის.
სამრეწველო რევოლუციამდე, ევროპის ყველა ქვეყანა აგრარული იყო და როგორც კვლევის თანაავტორმა, დევიდ ჟანგმა აღნიშნა, „სამრეწველო საზოგადოებებში, ეკონომიკას კლიმატი აკონტროლებს,“ რადგან მზარდი პირობების ტენდენციას სწორედ კლიმატი ჰკარნახობს.
ჰონგ კონგი უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, დევიდ ჟანგის ხელმძღვანელობით მოიძიეს ევროპისა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რეგიონების მონაცემები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500–დან 1800 წლამდე.
მკვლევართა ჯგუფმა შეადარა ტემპერატურული მონაცემები სხვა მაჩვენებლებთან, მათ შორის მოსახლეობის რაოდენობასთან, ზრდის მაჩვენებელთან, ომებსა და სხვა სოციალურ არეულობებთან, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაჩვენებელი - შიმშილობასთან, მარცვლეულის ფასებთან და ხელფასებთან.
ვრცლად: NATIONAL GEOGRAPHIC Daily News
- Login to post comments