Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

"ამერიკა ერთ ოთახში"

09/07/2010 - 16:00
09/07/2010 - 17:00
Etc/GMT+4

948c97e3103a

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გიწვევთ დავით კანდელაკის"ამერიკა ერთ ოთახში" ფილმის ჩვენებაზე.

ფილმი არის 50 წლის ქართველ არქიტექტორზე, რომელიც უკვე 13 წელია ნიუ-იორკის ცნობილ ციხე სინგ-სინგში ზის, მისჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა.
ამბობენ, რომ იგი სხვის ნაცვლად იხდის სასჯელს. როდესაც მას ახლობლები ეკითხებიან, რატომ? პასუხობს: სიყვარულის გამო.

ფილმი ასევე არის ფრანგ ფოტოგრაფ ქალზე, რომელსაც შეუყვარდა ქართველი პატიმარი, მიატოვა წარმატებული კარიერა, მაღალი სოციალური მდგომარეობა პარიზში და თავისი ცხოვრება გაჭირვებაში ჩავარდნილ კაცს მიუძღვნა. მასაც ეკითხებიან ახლობლები, რატომ? ისიც პასუხობს: სიყვარულის გამო.

ფილმი არის მუდმივ და ცვლად ფასეულობებზე, იმაზე, თუ როგორ ოცნებობდა საბჭოთა კავშირში მცხოვრები კაცი თავისუფალ სამყაროზე და როგორ მოხვდა თავისუფალ სამყაროში ციხეში, მაგრამ სწორედ ციხეში გაუჩნდა შანსი ნამდვილი თავისუფლების მოპოვებისა.

ფილმი არის ერთი კაცის უცნაურ ბედზე, რომლის წინააღმდეგობებით სავსე განვლილ ცხოვრებაზე ბოლო 40-50 წლის განმავლობაში მომხდარი ყველა მოვლენა აისახა. ასე რომ ეს ფილმი საქართველოზეც არის და იმ თაობაზეც, რომელსაც ფილმის გმირი მიეკუთვნება.