Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბრიტანეთი ვინილის დისკებს უბრუნდება

რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში კომპანია „Official Charts Company“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წელს დაახლოებით 240 ათასი ვინილის დისკი (გრამფირფიტა) გაიყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გასულ წელს 40 პროცენტით აღემატება.
 
უნდა ითქვას, რომ ფირმამ სპეციალური სტატისტიკური გამოკვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ 2011 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ჯგუფ „Radiohead“-ის ალბომი „The King Of Limbs“ და მომღერალი ადელის სტუდიური ჩანაწერი „19“ გაიყიდა. მუსიკალური ჩანაწერების მარკეტინგის სპეციალისტების გამოთვლებით, 2012 წლის დასაწყისამდე „ნისლიან ალბიონზე“ 300 ათასამდე ვინილის დისკი გაიყიდება.
 
როგორც ცნობილია, ვინილის დისკების გაყიდვის სარეკორდო მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში 1975 წელს დაფიქსირდა, როდესაც ადგილობრივმა მელომანებმა 91.6 მილიონი დისკი შეიძინეს. იმ წლის ყველაზე პოპულარული ჩანაწერების პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ელტონ ჯონის ჰიტების კრებული, ჯგუფ Led Zeppelin-ის ალბომი „Physical Grafitti“ და Pink Floyd-ის სტუდიური ნაშრომი „Wish You Were Here“.