Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მეცნიერებათა აკადემია

მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკა


საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაარსდა 1941 წელს მაშინ წიგნადი ფონდი 2000 . . აღწევდა. ძირითადი ფონდის ჩამოყალიბება დაიწყო 1948 წლიდან, როცა ლიტერატურის შესარჩევად  და მისაღებად მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით მოსკოვსა და ლენინგრადში მეცნიერ-მუშაკთა დიდი ჯგუფი იქნა მივლინებულიჯგუფს ხელმძღვანელობდნენ საბიბლიოთეკო საქმის ცნობილი სპეციალისტები: დოცენტი ნიკო ლორთქიფანიძე და ელენე ჟუჟუნაძე.

  სსრკ მეცნიერებათა აკადემიის . სალტიკოვი შჩედრინის სახელობის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის, ტიმირიაზევის სახელობის სსრკ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებათა სარეზერვო ფონდებიდან შერჩა წიგნები და პერიოდული გამოცემები ბიბლიოთეკისათვის.

1955 წლიდან, როდესაც საკავშირო მთავრობის დადგენილებით ცალკეულ უწყების დიდ  ბიბლიოთეკებსა და მათ შორის ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკასაც მიეცა საერთაშორისო წიგნთაგაცვლის უფლება. ბიბლიოთეკამ კავშირი დაამყარა ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნების ათასზე მეტ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასა და გამომცემლობასთან.

ბიბლიოთეკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ეს არის 1956 წელს აშშ. კონგრესის ბიბლიოთეკიდან 215 ქართული ხელნაწერის მიკროფილმების მიღება. ეს ხელნაწერები, რომლებიც განეკუთვნება IX-XI საუკუნეს. დაცულია იერუსალემსა და სინას მთაზე. მათ შორის უძველესი ხელნაწერი დათარიღებულია 864 . – სინური მრავალთავი. მათ შორის აღმოჩნდაბალავარიანისვრცელი რედაქცია, რომელიც საფუძვლიანად შეისცავლეს ქართველმა მეცნიერებმა: გიორგი წერეთელმა, შალცვა ნუცუბიძემ და ილია აბულაძემ. მათ მიერ გაირკვა, რომ საყოველთაოდ გავრცელებული ბერძნული ტექსტი ქართულიდან იყო თარგმნილი.

ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა აკადემიკოსმა  . თაყაიშვილმა საფრანგეთიდან დაბრუნებისას ჩამოიტანა პირადი ბიბლიოთეკა. წიგნებთან ერთად ბიბლიოთეკაში ინახება . თაყაიშვილის პირადი ნივთები: ქუდი და სათამაშო ლოტო, რომლის თამაშის პრინციპი შოთა რუსთაველისვეფხის ტყაოსნისცოდნასა და მის გაღრმავებას გულისხმობს.

მეცნიერებათა აკადემიას დადებული აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის . ბრემენის სახელმწიფო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებთან, მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკას დადებული აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება, ამას საფაუძვლად დაედო მეორე მსოფლიიო ომის შემდეგ საქართველოში მოხვედრილი 80.000 გერმანული წიგნის . ბრემენის სახელმწიფო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებისთვის დაბრუნება.

ბიბლიოთეკაში 1992 წელს დაიდგა პირველი კომპიუტერიინფორმატიკის, დამუშავებისადა კატალოგების განყოფილებამ დაიწყო 1990 წლის შემდეგ გამოცემული უცხოური სამეცნიერო ჟურნალბის ელექტრონული კატალოგის შედგენა. შეტანილია 800-ზე მეტი ერთეული.

ბიბლიოთეკის ფონდი მოიცავს 3,5 მილიონ წიგნს და 2 მილიონ პერიოდულ გამოცემას, უნივერსალური პროფილის სამეცნიერო ძირითადად ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგების ლიტერატურას მოიცავს. რარიტეტისა და კოლექციების ფონდი მოიცავს 22635 ბეჭდურ ერთეულს.