Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კრეიგ ვენტერი აწესებს "X პრიზს" ზუსტი გენომის დადგენისთვის

„სამედიცინო დონის“ სიზუსტის დიაგნოსტიკა ჯერ-ჯერობით არ არის შესაძლებელი.

კრეიგ ვენტერი (Craig Venter). სურათი: jcvi.org

„დღეს ჩვენ ვსწავლობთ იმ ენას, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა სამყარო შექმნა“. განაცხადა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თეთრი სახლის ეზოში 2000 წლის ივნისში, როდესაც მოხდა აღიარება, რომ პირველად მოახდინეს ადამიანის გენომის დეკოდირება. დნმ-ის სწრაფი დადგენის ტექნოლოგიის შექმნაში ლომის წილი გენეტიკოს - კრეიგ ვენტერს მიუძღვის. მისი კოლეგები ფიქრობდნენ, რომ უფრო სწრაფად დაასრულებდნენ პროექტს, ვიდრე თავდაპირველად ივარაუდეს. თუმცა, 11-ზე მეტი წლის შემდეგ, დნმ-ის სინთეზირების ტექნოლოგიამ ვერ გაამართლა და ვერ მოახდინა პრევენციული მედიცინის გარდაქმნა, ვენტერი კი ამის გამო უკმაყოფილოა.

ჩანაფიქრის მიხედვით, გენის გამოყოფა უნდა გამხდარიყო იმდენად იაფი – $1 000-ის ფარგლებში – რომ ჩვეულებრივ ადამიანებს ჰქონოდათ საკუთარი გენომების გამოყოფის შესაძლებლობა, რასაც მათი ოჯახის ექიმები გამოიყენებდნენ შემდგომი დაავადებების წინასწარ გამოსავლენად. ამჟამად ფასმა უკვე $4000-მდე დაიწია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ შედეგები ხშირად შეცდომებითაა სავსე. „თუ ტექნოლოგია მიაღწევს ისეთ დონეს, რომ რეალურ გავლენას იქონიებს მედიცინაზე, როგორც მე ყოველთვის ვწინასწარმეტყველებდი, იგი გაცილებით უფრო ზუსტი უნდა იყოს.“

ვენტერმა, X-Prize ფონდთან და სამედიცინო ფირმა Medco Health Systems-თან ერთად, დააწესა ჯილდო – 10 მილიონი დოლარი პირველ გუნდს, რომელიც შეძლებს დააკმაყოფილოს სიზუსტის სტანდარტი, რომელსაც ვენტერი უწოდებს "სამედიცინო დონეს"...

ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN