Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ენ ბრაშერესი – “ოთხი გოგო და ერთი ჯინსი”

ენ ბრაშერესი – “ოთხი გოგო და ერთი ჯინსი” -

Ann Brashares - The Sisterhood of the Traveling Pants

“ოთხი გოგო და ერთი ჯინსი” ნიუ-იორკ ტაიმსის რეიტინგით ნომერ პირველი ბესტსელერი რომაა, წიგნის ყდაზევე გამცნობენ. ეს ფრაზა ზუსტად გამოხატავს ნაწარმოების მხატვრულ დონეს – ისეთია, როგორიც ბესტსელერი უნდა იყოს. ბრაშერესის მთავარი გმირები თინეიჯერები არიან ასაკისთვის დამახასიათებელი ისტორიებით, ამიტომაც ცოტა დროში ავცდით მე და ბრაშერესი.

კარმენმა ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი ასევე არაფრითგამორჩეულ მეორადების მაღაზიაში იყიდა. როგორც აღმოჩნდა, ერთმანეთისგან განსხვავებულ ყველა მეგობარს ძალიან მოუხდა და მათაც დაიჯერეს, რომ შარვალს განსაკუთრებული ძალა ჰქონდა. იმ ზაფხულს პირველად ატარებდნენ ცალკ-ცალკე – ლენა საბერძნეთში, ბრიჯიტი საფეხბურთო ბანაკში, კარმენი მამასთან, ტიბი კი შინ რჩებოდა.

გოგონები თანხმდებიან, რომ შარვალი მხოლოდ ერთი კვირით დაიტოვონ, შემდეგ კი ერთმანეთს გაუგზავნონ. ყველას სხვადასხვა ამბავი გადახდება თავს, რაც 16 წლის თინეიჯერებს ძალიან დააინტერესებთ. მთავარი მაინც ჯინსია. ის ერთგვარი დამაკავშირებლი რგოლია, რომელსაც დადებითი ემოციები  მოაქვს. მეგობრობის სიმბოლოა, წესის მიხედვით მარცხენა ტოტზე უნდა მიაწერონ ამბები, ჰოდა ისიც მათი ურთიერთობის მემატიანე ხდება. ისინი სხვადასხვა ადგილას ატარებენ ზაფხულს, მაგრამ შარვალი მათთანაა.

ხშირად ურთიერთობაში ადგილის ცვლა და დროში დაშორება ურთიერთობის რეალურ სახეს გაჩვენებს. ერთი კვირით რომ ვერ ნახავ ადამიანს და არ გაგახენდება, ამ ხნის განმავლობაში ერთხელ რომ არ იფიქრებ, ნეტა როგორ არისო, ეს  ნიშნავს იმას, რომ უიმისოდაც კარგად ხარ და მხოლოდ ერთი სკოლა/უნივერსიტეტი გაკავშირებს და მეტი არაფერი. მეგობრობაში სკოლის დამთავრება ხშირად დიდი ბარიერია ხოლმე. ბავშვობაში მეგობრის არჩევაში შეზღუდული ხარ, სკოლაში იმასთან გაქვს ურთიერთობა ვინც სხვაზე უკეთესი გეჩვენება, ბევრი ყოფითი მიზეზის გამო უმეგობრდები (ლამაზია, კარგად სწავლობს), ურთიერთგაგება და ინტერესები ცოტა მოგვიანებით შემოდის, ამიტომაც სკოლის მეგობრები ბავშვობაში რჩებიან.

ენ ბრაშერესი

ჩვენ სამნი ვიყავით. ახლა ვიცი რომ კარგად არიან. დგახარ, მიდიან და მოდიან ადამიანები შენს ცხოვრებაში, ცოტა თუ გაგყვება ბოლომდე.

ბრაშერესს გავცდი… თუ ამ ასაკის ხარ, გარედან შეგახედებს შენი და შენი მეგობრების ურთიერთობას, თუ დიდიხანია შენსს ასაკს “თიინ” სუფიქსი აღარ ერთვის, სკოლის პერიოდში დაგაბრუნებს და ისე ცხადად დაინახავ, რა განსხვავებული ურთიერთობაა მეგობრებს შორის სკოლაში, უნივერსიტეტსა და უფრო გვიან ასაკში. მთავარია “ჯინსის” მაგვარი რამე შემოგრჩეს დასაკავშირებლად.

“ოთხი გოგო და ერთი ჯინსი” ავტობუსში საკითხავი წიგნია, ჩქარა იკითხება და აღქმაც არ გაგიჭირდება. ფილმიც არის გადაღებული. ორივე ნაწილი გადმოწერილი მაქვს, მოუცლელობა მჭირს, ფილმებისთვის მით უფრო.


  [საიტიდან "მკითხველის ბლოგი"]