Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მიხეილ მარმარინოსი საქართველოშია

8745aa6bae9c

დაიბეჭდა "ახალ 7 დღეში"

პროექტი „R+J”

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში საერთაშორისო პროექტის “R+J” პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრთან ერთად მიხეილ მარმარინოსი ახორციელებს. როგორც თეატრის მმართველი ზურაბ გეწაძე ამბობს: ”ამ პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი თეატრის მსოფლიო კულტურულ პროცესებში ჩართვასა და სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. საერთაშორისო პროექტის პირველ ეტაპს კი ევროპის თეატრალურ სივრცეში აღიარებული პროფესიონალი რეჟისორის, მიხეილ მარმარინოსისა  და თუმანიშვილის თეატრის ერთობლივი სპექტაკლი წარმოადგენს. მიხეილ მარმარინოსი, თუმანიშვილის თეატრში იწყებს სპექტაკლს – „R+J” შექსპირის უკვდავი პიესის, „რომეო და ჯულიეტას“ თანამედროვე ინტერპრეტაციით განხორციელებას.”

მიხეილ მარმარინოსი, როგორც თეატრალური მოღვაწე და თანამედროვეობის ექსპერიმენტატორი, ქართული თეატრალური საზოგადოებისა და თეატრის მოყვარულებისთვისაც ცნობილი სახელია. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრთან კი ცნობილი რეჟისორი უკვე წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს და არაერთი პროექტი განახორციელა. უნდა ითქვას, რომ 2001 წელს ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა და III მსოფლიო თეატრალური ოლიმპიადის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრი, სწორედ მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლით - "მედეა, ორი წერტილი მასალა" იყო მიწვეული. ხოლო 2003 წელს, მან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრში განახორციელა სპექტაკლი  – „ეროვნული ჰიმნი“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სპექტაკლს უილიამ შექსპირის ”რომეო და ჯულიეტას” ვახტანგ ჭელიძის კლასიკური თარგმანის მიხედვით დადგამენ. ტექსტის ავტორი მიხეილ მარმარინოსია, თარგმანი ვერიკო მგელაძეს და დათა თავაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის კორექცია მანანა ანთაძეს.

სპექტაკლის რეჟისორი მიხეილ მარმარინოსია, რეჟისორის პირველი ასისტენტი დათა თავაძე, რეჟისორის მეორე ასისტენტი, თარჯიმანი ეკა დემეტრაძე, მხატვრები უშანგი იმერლიშვილი და შოთა გლურჯიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გიორგი ნაკაშიძე, მაია გელოვანი, კატო კალატოზიშვილი, გიორგი შარვაშიძე, პაატა ინაური, ქეთა შათირიშვილი, მაგდა ლებანიძე, ეკა დემეტრაძე.

მიხეილ მარმარინოსი - ათენი, საბერძნეთი –   შემოქმედებითი რეზიუმე:

პროფესიით ნეირობიოლოგმა მიხეილ მარმარინოსმა თეატრალური განათლება მიიღო და 1983 წლიდან აქტიური თეატრალური მოღვაწეობა დაიწყო.

1983 წელს მან ათენში დააარსა „დელფიოს ეროსი - თეატრალური ანსამბლი“, რომელსაც 2003 წელს „თესეუმ ანსამბლი“ (ТЕ) დაერქვა. თეატრი ათენის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს, სადაც გარდა თეატრალური წარმოდგენებისა,  ევროპისა და სხვა ქვეყნების დასების და სოლო-შემსრულებლების თანამშრომლობა და სხავადსხვა პრეზენტაციები ხორციელდება.

მიხეილ მარმარინოსის შემოქმედება ცნობლია, როგორც საბერძნეთში, აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და თეატრალურ წრეებში.

ევრიპიდე. მედეა (სამი ვერსია). 1990, 1992, 1993 წ.წ. ათენი, არგოსი, პართია.

გეორგოს ველტოსი – CAMERA DEGLI SPOSI - ათენი, 1994 წ.

ბერძნული თამაშები, 1994 წ. ათენი.

ფრანც კაფკა. მეტამორფოზა. - წარმოდგენა. 1996 წ. არგოსის უძველესი თეატრი.

სოფოკლე, ელექტრა – თეატრი – ეპიდავრო, ათენი, 1998 წ.

ესქილე, აგამემნონი, 2000 წ. ათენი, კარაკასი, ციურიხი, თბილისი (საქართველო).

ჰაინერ მიულერი. DIE HAMLET MASCHINE (2 ვერსია). 1988, 1993 წ.წ. ათენი, სახელმწიფო თეატრი, ბელგრადი.

წმინდა სიმღერები (მცირე ოპერები) 2000 წ. ათენი: მერაგონი.

საერთაშორისო სემინარი, ვორქშოპი, 2001 წ. ბერლინი.

უ. შექსპირი. ჰამლეტი - 1998 წ. ათენი, ბელგრადი.

„ეროვნული ჰიმნი“ - სამი სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე. საბერძნეთი, 2002 წელი - კორფუ, ათენი, სალონიკი; იტალია 2003 წ. საქართველო 2003 წ. თბილისი.

უ. შექსპირი, რომეო+ჯულიეტა - მესამე მეხსიერება 2003, 2004: ფლორენცია, ათენი, თბილისი.

ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა და III მსოფლიო თეატრალური ოლიმპიადის ერთობლივ პროექტი – თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი – „მედეა, ორი წერტილი მასალა". 2001 წ.

2002    - კრიტიკის პერმია -  წლის საუკეთეოსო რეჟისურისათვის.

მიხაილ მარარინოსი – Instructions Mannual  – ათენი, 2005 წ.

„ვინ არის ბატონი კალერმანი და რატომ ლაპარაკობდა ის ჩემზე საშინელებებს?“ მიხეილ მარმარინოსი, „Who is Mr. Kelerman and why is he saying those terrible things about me?” – A visit to Kafka’s Castle, ათენი, 2007 წ.

„ვკვდები როგორც ქვეყანა“ დიმიტრის დიმიტრიადისი – ათენის ფესტივალი 2007, 2008 წ.წ., Kunstenfestibaldesarts ბრიუსელი, Wiener Festwochen 2008,

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი Worsow: WARSZAWA CENTRALNA 2008 წ.

საერთაშორისო პრემია – სამოქალაქო განათლებაში შეტანილი წვლილისათვის – გერმანია 2008 წ.

„წმინდანთა ცხოვრება“ – 2009 წლის ოქტომბერი, თეატრი L'ODEON. - ფესტივალის D'Automne, პარიზი. ათენი 2009 წ.

„აგორა - Ein ChorStasimon“ VOLKSBÜHNE DRAUSSEN AM – მიხეილ მარმარინოსი,  ბერლინი 2009 წ.

8 ნოემბერი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, პრესკონფერენცია...

მიხეილ მარმარინოსი: საქართველო...

ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ვარ. ამისთვის ბევრი მიზეზი მაქვს. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ათენის ნაციონალურ თეატრში რობერტ სტურუას ”რიჩარდ III” და ”კავკასიური ცარცის წრე” ვნახე და მოვიხიბლე. შემდეგ ქართულ ხალხურ ცეკვას და სიმღერას გავეცანი. სიმართლე გითხრათ ვერ გავუძელი იმ ენერგიას რაც მათთგან მოდიოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო სამი ძლიერი დარტყმა ჩემთვის, საიდანაც  ამ ქვეყნის სული ვიგრძენი. მას შემდეგ გადავწყვიტე, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ჩამოვსულიყავი...

თანამედროვე ქართული თეატრი...

სამწუხაროდ, ძალიან ცოტა სპექტაკლი ვნახე. რაღაცეები მომეწონა, დანარჩენები კი შესაძლებელი იმედით მომეწონა... ჩემი გამოცდილებიდან, რაც მე მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნების თეატრებში ვნახე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ განათლებას და სამსახიობო სკოლას, რაც საქართველოში არც ისე კარგად მუშაობს, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, სოციალურ და პოლიტიკურ ხელშეწყობაზეა დამოკიდებული. უნდა ვთქვა, რომ თეატრის მართვის განსხვავებული სისტემა გაქვთ, რაღაცეები ძალიან კარგია, თუმცა ბევრი რამ არის ისეთიც, რაზეც მუშაობაა საჭირო...

ქართველი მსახიობები...

როგორც უკვე ვთქვი, მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნების თეატრებში ვიმუშავე და შესაბამისად მათ მსახიობებსაც კარგად ვიცნობ. თქვენი რეგიონი განსხვავებულია ხასიათით. ძალიან მომწონს ქართველი მსახიობების და საერთოდ ხალხის ტემპერამენტი. მაგრამ საორგანიზაციო საკითხები მოსაგვარებელია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თანამედროვე სამსახიობო სკოლის ბაზა დაბალია.
სპექტაკლი „R+J”…

საერთოდ, უილიამ შექსპირის ”რომეო და ჯულიეტას” მიმართ, მე რაღაც პულსირებული ტკივილი მაქვს. რომ შემეძლოს, რაც შეიძლება ხშირად მივუბრუნდებოდი ამ თემას. სიმართლე გითხრათ, ამის საშუალებას ვეძებდი და მოხარული ვარ, რომ შემიძლია მასზე  ვიმუშავო. სამწუხაროდ, ამჯერად მეტს ვერაფერს გეტყვით, უბრალოდ არ მიყვარს წინასწარ იმაზე ლაპარაკი, რაც ჯერ არ არსებობს და განსახორციელებადია...

P.S. მიხეილ მარმარინოსი საქართველოს სამი თვით ეწვია. სპექტაკლს ”R+J“ კი იანვარში ვნახავთ.