Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თბილისში უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი გაიხსნა

თბილისში უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი გაიხსნა -

შერატონ მეტეხი პალასში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი გაიმართა. ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა გახსნეს.

სამინისტროს და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ფორუმის მიზანია საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვა, მათი გამოცდილებისა და კონტაქტების დახმარებით საქართველოს კვლევითი საქმიანობის განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა.

ფორუმზე ნოდარ სურგულაძემ სამინისტროს მიერ მეცნიერების სფეროში განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრა და მეცნიერებს კვლევების ტექნოლოგიის განვითარებისა და თანამედროვე ინოვაციების დანერგვაში ჩართულობისკენ მოუწოდა.

ფორუმი ორი დღე გაგრძელდება და მასზე უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან სამეცნიერო მოხსენებებით წარსდგებიან, გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის შესახებ. ასევე, გაიმართება უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის პოსტერ-სესიები. ფორუმის დასრულების შემდეგ მოწვეული მეცნიერები საქართველოს პროფესორ-მასწავლებლების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.

სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს ინტელექტუალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით, არაერთ საგრანტო კონკურსს ახორციელებს. ამ მიმართულებით ჩამოყალიბდა და უკვე მიმდინარეობს არაერთი კონკურსი, რომელთა იდეა გასულ წელს გამართულ ანალოგიურ ფორუმზე დაიბადა. 

 

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]