Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

რამდენი ნეიტრინო იქნება საჭირო იმისათვის, რომ აინშტაინის თეორია გაბათილდეს?

მეორე ექსპერიმენტმა (arXive.org) დაამტკიცა პირველი დაკვირვების შედეგად გაკეთებული ვარაუდი, რომ ნეიტრინოები სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად მოძრაობენ. მეცნიერთა ჯგუფმა - OPERA collaboration, რომელმაც პირველმა განაცხადა სინათლეზე სწრაფი ნეიტრინოების შესახებ, ექსპერიმენტი ხელმეორედ აწარმოეს და აღმოაჩინეს 20 ახალი ნეიტრინო, რომელიც აინშტაინის თეორიის საზღვრებს გასცდა.

ეს აღმოჩენა აგულიანებს ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელსაც იმედი აქვს, რომ სიცოცხლეშივე გახდება დიდი რევოლუციის მომსწრე ფიზიკის დარგში. თუმცა, მეცნიერები, როგორც ყოველთვის, ფრთხილობენ. დამოუკიდებლად, სხვა ჯგუფის მიერ, კიდევ მოხდება შედეგების გადამოწმება თუნდაც იმისათვის, რომ მათ უტყუარობაში ბევრი მათგანი დარწმუნდეს.

„ამ მეთოდით გამოირიცხება მნიშვნელოვანი სისტემატური სახეობის შეცდომები, ამასთანავე, შთამბეჭდავია ისიც, რომ OPERA-ს მეცნიერთა ჯგუფს მისი განხორციელება საკმაოდ მოკლე დროში მოუწევს,“ – განაცხადა ფიზიკოსმა, რობერტ პლანკეტმა ფერმილაბიდან (Fermilab National Laboratory) ილინოისის შტატში. „თუმცა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ სისტემაში, სადმე შეცდომა არა.“

ნეიტრინოები სუბ-ატომური ნაწილაკებია, რომლებსაც მასა თითქმის არ გააჩნიათ და უმეტეს საგნებში გავლა შეუძლიათ ისე, თითქოს ისინი არც არსებობდნენ. უმნიშვნელო მასის მიუხედავად, მათ რომ როგორმე შეეძლოთ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვით დადგენილი სინათლის სიჩქარის ზღვარის გადაჭარბება – ეს მოვლენა თანამედროვე ფიზიკოსებისთვის მნიშვნელოვანი თავსატეხი იქნებოდა.

ვრცლად (ინგლ.): WIRED SCIENCE