Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მარკ ჰაინე დანიელის „რისკის სამყარო“

307de224d885

მარკ ჰაინე დანიელის წიგნის „რისკის სამყარო - გლობალური სტრატეგიისა და მმართველობის ახალი ხედვა“, პრეზენტაცია კაფე „ბოჰემაში“ შედგა, რომელიც  გადმოგვცემს ეკონომიკური რისკების  გამომწვევი მასშტაბების და არსის, სტრატეგიის ახალი ხედვის, მომავალი თაობების სტრატეგიების, მასიური ტერორის, უკონტროლო გლობალური კრიმინალის შესახებ. ამ და სხვა კიდევ არაერთი საკითხის განხილვით, ავტორი ცდილობს დაანახოს მსოფლიო საზოგადოებას მოსალოდნელი საფრთხე. ამასთან ერთად სთავაზობს გადაწყვეტის გზებს და იმედის ნაპერწკალს. მარკ ჰაინე დანიელის აზრით: „თანამედროვე სამყაროში ცვლილებები ელვის სისწრაფით ვითარდება. შეუძლებელია განვლილი პრობლემებისა და ახალი რისკების (რომელთაც დღეს ვუპირისპირდებით) დღევანდლი სტრატეგიებით, ინსტიტუციებით, სტანდარტებითა და მიდგომებით მართვა. ახლა სწორედ დროა, რომ ჩვენმა ლიდერებმა წინ გადადგან ნაბიჯი და უფრო მტკიცე და მყარი სტრატეგიით იმოძრაონ წინ - მომავლისაკენ და იმაზე გაცილებით უკეთესი სამყარო შექმნან, ვიდრე დღეს გვიწევს ცხოვრება. დღეს დროა იმისა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა ინდივიდმა იმოძრაოს წინ - მომავლისაკენ. თითოეულმა თავისებურად, მაგრამ მაინც იმოძრაოს წინ, რათა დღეს ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემათა აღმოფხვრის მონაწილე გახდეს. ჩვენ, ჩვენი საუკეთესო ცოდნის გამოყენებითა და ჩვენი საუკეთესო ნაწილის საქმისათვის შეწირვით, ნამდვილად შევძლებთ ჩვენივე მომავალი თაობებისათვის გაცილებით უკეთესი და უსაფრთხო სამყაროს შექმნას“. მარკ ჰაინე დანიელი არის ამერიკელი მწერალი, პროფესორი, ფინანსისტი, ეკონომისტი, იურისტი, ინგლისის დედოფლის და სინგაპურის მთვარობის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, კერძო საკონსულტაციო და საინვესტიციო ფირმის, The Cuscaden Grouop LTD-ს თავმჯდომარე. მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე სტრატეგიის საკონსულტაციო ფირმებში აზიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. აგრეთვე მსოფლიოს ლიდერ ბიზნეს და იურიდიული კომპანიების საკონსულტაციო საბჭოებში. მისი საქმიანობა უკავშირდება საინვესტიციო და იურიდიულ ფირმებს, ბიზნესის განვითარებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სფეროებში. საქართველოში იგი არის კომპანია CPG - „ქეფითალ ფართნიორს ოფ ჯორჯიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც მილიონობით ინვესტიციას ახორციელებს უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. „ქეფითალ ფართნიორს ოფ ჯორჯიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი სვანიძე: „დღესდღეობით მსოფლიოში შექმნილი ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე მარკ დანიელი არის ერთ-ერთი ის პიროვნება, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის ამ კრიზისის გადალახვისთვის. გარდა ამისა ეს წიგნი გვასწავლის, როგორ ვიმოქმედოთ ფინანსური ოპერაციების და ბიზნესის შემთხვევაში. ამიტომ მე ვფიქრობ რომ, როგორც კომპანიებს, ასევე,  ჩვენ, ახალგაზრდა ბიზნესმენებს ძალიან დაგვეხმარება საქართველოს ეკონომიკის და, აგრეთვე საკუთარი ბიზნესის განვითარებაში“.