Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თორიუმი: მსოფლიოს უდიდესი ენერგიის წყაროს აღმოჩენა?

თუ მსოფლიოს ლიდერების მსგავსად, თქვენც მიისწრაფვით, რომ მიაკვლიოთ იაფ, საიმედო ენერგო-წყაროს, რომელიც ატმოსფეროში არ უშვებს ტოქსინებსა და სათბური ეფექტის გაზს, ან არ იწვევს საშიშ, მილიარდი დოლარის ღირებულების ზარალის გამომწვევ შემთხვევებს – ასეთ შემთხვევაში ძებნის შეწყვეტა ეხლავე შეგიძლიათ.

ყოველ შემთხვევაში, ასე თვლის ენერგეტიკის სფეროს ბლოგერების მჭიდრო კოლექტივი, რომელიც აქტიურად განიხილავს ჩვეულებრივ, მაგრამ ამავე დროს, შედარებით უცნობ ლითონს – თორიუმს.

სწორი კონსტრუქციის ბირთვული რეაქტორის შემთხვევაში, როგორც ისინი ამბობენ, თორიუმს მსოფლიოს ენერგიით სამუდამოდ უზრუნველყოფა შეუძლია იმ პრობლემების გარეშე, რომელიც ჩვენს მიერ დღევანდელ დღეს გამოყენებული ბირთვული ენერგიის მეშვეობით წარმოიქმნება. მაგ.: ფუკუშიმას რეაქტორის გაუთვალისწინებელი შემთხვევა და პლუტონიუმის სუბპროდუქტები, რომლებიც რადიოაქტიურ ნარჩენებს ტოვებენ.

თორიუმის გამოყენების იდეა წარმოიშვა 1960-იან წლებში, მაგრამ იგი დავიწყებას მიეცა, როდესაც 1970 წელს იდეს ავტორმა, ალვინ ვაინბერგმა (Alvin Weinberg) დატოვა ბირთული კვლევების ცენტრი (Oak Ridge National Lab).

ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს იდეა ინტერნეტის საშუალებით გამოაცოცხლეს ენერგეტიკის ენთუზიასტებმა, რომლებმაც უამრავი დოკუმენტი, ვიდეო და სხვა მასალა გამოაქვეყნეს.

მაგალითად იხილეთ:

http://www.motherboard.tv/2011/11/9/motherboard-tv-the-thorium-dream

 

ვრცლად (ინგლ.): CNN