Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მიტოქონდრიული დნმ: არაქრომოსომული გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ჩვენი წარმომავლობის ისტორიას

24 საათი 20.11.11, გელა თევზაძე

21969_4ec7a829841d0

ნახ.: ბირთვული (მარცხნივ) და მიტოქონდრიული (მარჯვნივ) დნმ-ის მემკვიდრეობით გადაცემის მექანიზმები

 

ცნობილია, რომ ყოველი ცოცხალი ორგანიზმი უჯრედებისგან შედგება.

ყველა მრავალუჯრედიანი (და ზოგიერთი ერთუჯრედიანი) ორგანიზმის უჯრედები შეიცავს ბირთვსა და მის გარშემო არსებულ ციტოპლაზმას. ორგანიზმების გენეტიკური ინფორმაცია დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაში (დნ მჟავაში, ან დნმ-ში) არის კოდირებული, მისი უდიდესი ნაწილი უჯრედების ბირთვის შიგნით არის მოთავსებული და ქრომოსომებშია განლაგებული. მნიშვნელოვანი გამონაკლისია მიტოქონდრიული დნ მჟავა, რომელიც განლაგებულია ბირთვის გარეთ, ციტოპლაზმაში, უფრო ზუსტად კი, მიტოქონდრიებში. მიტოქონდრიები ციტოპლაზმაში არსებული უჯრედსშიდა წარმონაქმნებია, რომელთა მთავარი ფუნქციაა უჯრედისთვის აუცილებელი ენერგიის წარმოქმნა და დაგროვება.

რადგან მიტოქონდრიები და, შესაბამისად, მათში მოთავსებული დნმ, ბირთვის გარეთ არსებობს, მათი მემკვიდრეობით გადაცემის მექანიზმი მნიშვნელოვნად განსხვავდება ბირთვული დნმ-ის გადაცემის მექანიზმისგან. როგორც ცნობილია, ყველა ორგანიზმი ბირთვული გენეტიკური მასალის ორ ტოლ ნახევარს იღებს: ერთს - დედისგან, მეორეს კი - მამისგან. ამიტომ, მაგალითად, ყველა ადამიანის 46 ქრომოსომიდან 23 დედისგანაა მიღებული, 23 კი - მამისგან.
...

მიტოქონდრიული დნმ-ის გამოყენება ადამიანის წინაპრებისა და მისი წარმომავლობის შესასწავლად დაიწყო1987 წელს, როდესაც რებეკა კანმა თანამშრომლებთან ერთად გამოაქვეყნა სტატია "მიტოქონდრიული დნმ და ადამიანის ევოლუცია" (Rebecca Cann, "Mitochondrial DNA and Human Evolution"). ამ სტატიაში გადმოცემული იყო 147 ადამიანის მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზი. ამ ადამიანების წარმოშობა (უფრო ზუსტად, მათი მდედრობითი სქესის წინაპრების წარმომავლობა) ხუთ სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონს მიეკუთვნებოდა.
...

ცნობილია სტატისტიკური მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ექსპერიმენტული მონაცემების შეფასება მათი თავსებადობის თვალსაზრისით ორ ალტერნატიულ მოდელთან. მაგალითად, ჩანაცვლების მოდელის თანახმად, 100 ათას წელზე უფრო "ხნიერი" გენის "ფესვების" აფრიკული წარმოშობის ალბათობა 1-ია (ანუ 100%). მულტირეგიონული მოდელის მიხედვით კი, მართალია, აფრიკული წარმოშობა ყველაზე უფრო სავარაუდოა, ასეთი ალბათობა მხოლოდ 0.5-ია (ანუ 50%).

სტატია სრულად: http://24saati.ge/index.php/category/society/science/2011-11-20/21969