Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მკვდარი ზღვის დანალექი მინერალები ცხადყოფს, როდის "მოკვდა" ეს ზღვა

Dead Sea deposits 

მკვდარი ზღვის განაპირას მოპოვებული არაგონიტი (კალციუმის კარბონატის შემცველი მინერალი) და თაბაშირი ამ რეგიონის კლიმატურ ისტორიას „ინახავს“.

ოდესღაც მკვდარი ზღვის სიღრმეში, ამჟამად კი უკვე მის განაპირას მოპოვებული დანალექის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ წყლის ეს განსაკუთრებული რეზერვუარი 120 000 წლის წინათ თითქმის გაუჩინარდა.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ცხადყოფს იმას, თუ როგორ შეიძლება გამოშრეს შუა აღმოსავლეთის ტერიტორია გლობალური დათბობის სხვადასხვა ფაზაში.

უძველესი დროის პერიოდში, ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობდა მკვდარი ზღვის ირგვლივ. ამჟამად, მისი სასმელი წყლით სარგებლობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ამიტომ, წყლის დონე სწრაფად იკლებს.

„მიზეზი იმისა, თუ რატომ დაიწია მკვდარი ზღვის დონემ, მდგომარეობს იმაში, რომ მასში ჩამდინარე, ფაქტობრივად მთელი სასმელი წყლით სარგებლობენ ზღვის გარშემო არსებული ქვეყნები,“ – განაცხადა აშშ-ს, კოლუმბიის უნივერსიტეტის, Lamont-Doherty-ს დედამიწის შემსწავლელი ობსერვატორიის გეო-ქიმიკოსმა – სთივ გოლდშტეინმა.

„მაგრამ, ჩვენ ამჟამად უკვე ვიცით, რომ წყალმა, რომელსაც დღეს ადამიანები იყენებენ, დინება თავად შეწყვიტა წინა დათბობის პერიოდში. ეს მნიშვნელოვანი მინიშნებაა ამ ადამიანებისთვის, რადგან გლობალური კლიმატური მოდელები წინასწარმეტყველებენ, რომ ეს რეგიონი მომავალში გაუდაბნოვდება,“ – ასე განუცხადა გოლდშტეინმა BBC News-ს.

_57035277_dead_sea_304

ვრცლად: BBC NEWS - SCIENCE & ENVIRONMENT