Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საიდუმლო ომი აფრიკაში: შესაძლებელია მალე დაიწყოს

რაღაც აშკარად საეჭვო იყო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ის ორი დასავლური გარეგნობის მოქალაქე და მათი თარჯიმანი, რომლებიც ეთიოპიის უშიშროების ძალებმა დაკითხეს.

ჯერ ერთი, ისინი იმყოფებოდნენ ეთიოპიის ავაზაკთა ქვეყანაში – ქალაქ ფიკთან, ოგადენის რეგიონში, რომელიც სომალის ესაზღვრება. მეორეც, ისინი ამტკიცებდნენ, რომ წითელი ჯვრის ორგანიზაციაში მსახურობდნენ, თუმცა მათი სწრაფი შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ისინი ატარებდნენ ისეთ იარაღს, რომლის ტარების უფლებასაც წითელი ჯვარი თავის მომსახურე პერსონალს უკრძალავს. შემდეგ, „მოქალაქე პირებმა“ აღიარეს, რომ აშშ-ს სამხედრო ჯარში მსახურობდნენ. ისინი, როგორც ჩანს, ეთიოპიის ციხისაკენ გზას ადგნენ და საერთაშორისო ინციდენტიც მწიფდებოდა.

ოგადენის ინციდენტი, რომელიც 2007 წლის მარტსა და 2008 წლის მარტის თვეებს შორის პერიოდში მოხდა, (წყაროებმა ვერ შეძლეს, ან არ მოისურვეს უფრო დაეკონკრეტებინათ), განარისხა არა მარტო ეთიოპიის მთავრობა, არამედ – ამ რეგიონში შეერთებული შტატების დაზვერვის, სამხედრო და დიპლომატიური ლიდერებიც.

მაღალი ეშელონის დიპლომატებისა და სამხედრო ზეწოლა გახდა საჭირო ამ მოქალაქეთა გასათავისუფლებლად. ამ ინციდენტმა, როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. გავლენა იქონია შეერთებული შტატების დაზვერვის მიერ ამ რეგიონში წარმოებულ ყველა საქმიანობაზე.

ეთიოპიის ჯარების სომალიდან გამოყვანამ ვერც ომი დაასრულა ქვეყანაში და მასზე ვერც აშშ-ს გავლენა და როლი შეასუსტა.
მიუხედავად იმისა, რომ ეთიოპიელთა შეჭრამ სწრაფად მოახდინა ისლამური მოსამართლეთა კავშირის მოგადიშუდან გაძევება, ალ შაბააბის (ისლამისტურ ენაზე ახალგაზრდას ნიშნავს) სახელით ცნობილი ისლამური დაჯგუფება სწრაფად გამოჩნდა და ბრძოლა გამართა ეთიოპიელებთან, რომლებიც  სომალის გარდამავალმა ფედერალურმა მთავრობამ და მშვიდობისმყოფელი ძალების აფრიკულმა კავშირმა ჩაანაცვლა.

მას შემდეგ, კერძოდ კი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციების ტემპმა, როგორც ჩანს, იმატა, რადგან სომალის ომში უფრო მეტი რაოდენობის მონაწილე ჩაერთო.

ოქტომბრის შუა რიცხვებში, კენიის სამხედროებმა მნიშვნელოვანი თავდასხმა განახორციელეს სამხრეთ სომალიზე, რის შემდეგაც კისმაიოს პორტის მცირე ნაწილი განადგურდა. ნოემბრის ბოლოსთვის, გადმოსცემდნენ, რომ ეთიოპიამ კვლავ გაგზავნა ძალები სომალიში კენიელი სამხედრო ძალების დასახმარებლად. 21 ოქტომბერს, The New York Times-ში დაიბეჭდა ამერიკის ოფიციალური პირების განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კენიელთა თავდასხმა მათთვის მოულოდნელი იყო.

1 მარტს, საზღვაო ჯარების გენერალმა, შეერთებული შტატების მთავარსარდალმა – ჯეიმს მეტისმა სენატის შეიარაღებული ძალების სამსახურის კომიტეტს განუცხადა: „როგორც ჩანს,  ალ-ქაიდას კავშირები სომალიში მყოფ ალ-შაბააბის დაჯგუფებასთან მიდის.“

ვრცლად: Military Times