Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ელექტრონიკა ახალ "ბრუნს" იწყებს

20111202181645-1

ეს ნახატი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ლაზერების გამოყენება ამ ახალ მასალებზე ელექტრო-დენის გასაკონტროლებლად. ელექტრონები (ლურჯი სფეროები) გადაადგილდებიან ისე, თითქოს გზაზე მოძრაობდნენ, სხვადასხვა მიმართულებით. მათი სპინების ღერძები (ისრები) სხვადასხვა მხარესაა მიმართული, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მიმართულებით მოძრაობენ. წრიულად პოლარიზებული ლაზერის სხივი (მარცხნივ) გავლენას ახდენს მხოლოდ იმ ელექტრონებზე, რომლებიც ერთი მიმართულებით მიდიან, მათ დენიდან აძევებენ, ხოლო ტოვებენ იმ ელექტრონებს – ელექტრო-დენს – რომლებიც სხვა მიმართულებით მოძრაობენ.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი საშუალება იმ პროცესზე დაკვირვებისა და კონტროლის საწარმოებლად, რომლის დროსაც ელექტრონები ბრუნავენ ახალი ეგზოტური მასალის ზედაპირზე.

ტოპოლოგიური იზოლატორების სახელით ცნობილმა უცხო მასალამ, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს, მასაჩუსეტსის მკვლევართა ჯგუფს თავისი რამდენიმე საიდუმლო "გაუმჟღავნა".  უპირველესად, მეცნიერთა ჯგუფმა აჩვენა, რომ სინათლის გამოყენება შესაძლებელია მასალის ზედაპირზე არსებული ელექტრონების სპინების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. მათ აგრეთვე აღმოაჩინეს საშუალება, რომლითაც გააკონტროლებენ ამ ელექტრონების მოძრაობას, სინათლის წყაროს პოლარიზებით.

ვრცლად (ინგლ.): MITNEWS