Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გენური თერაპიის პრინციპებზე დაბრუნება 25-ე ტელემარათონის მეორე დღეს

1322484645-94
საიტი science.gouv.fr-ი გენეტიკური დაავადებებისა და მათი თერაპიის პრინციპების გაგებას სთავაზობს მკითხველს. ეს არის იმუნო დეფიციტთან, სისხლისა და ტვინის იშვიათ დაავადებებთან, მიოპათიასტან... დაკავშირებული დაავადებები. მათი სია გრძელია, მათი თერაპიის იმედი კი ისევ გაჩნდა ბიოთერაპიის, კერძოდ კი, გენური თერაპიის პროგრესის წყალობით.


1980-იან წლებში მიოპათიის ფრანგული ასოციაცია (AFM) დარწმუნდა, რომ საჭირო იყო მკურნალობის გზების გამონახვა ნერვულ-კუნთოვანი დაავადებების წარმოშობაზე, ანუ გენეტიკაზე დაყრდნობით. 1986 წელი ერთ-ერთი ნეირო-კუნთოვანი დაავადების, დიუშენის მიოპათიური დაავადების პირველი გენის აღმოჩენით აღინიშნა. 1987 წელს ამერიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოეწყო პირველი ტელემარათონი. სატელევიზიო მარათონის პირველივე გადაცემამ დიდი სახალხო პოპულარობა მოიპოვა ყველასდა გასაოცრად. შეგროვილი თანხების საშუალებით ლაბოროტორიამ 1991–96 წ. გამოაქვეყნა ადამიანის გენომის პირველი რუკები.

... AFM-მა კვლევის მეორე ღერძი დაამატა: ადამიანის გენომის კვლევა. შემდეგ კი - მესამე: იშვიათი დაავადებები...

1322485301-67


„გენეტიკური“ გზის არჩევანმა შედეგი გამოიღო. არაერთი თერაპიული გზა პროგრესირდა გენებისა და უჯრედების შესწავლით: გენური თერაპია (ჯანმრთელი გენების მედიკამენტების სახით გამოყენება), გენის ქირურგია (დაავადებულ გენზე ზემოქმედება მისი გამოსწორების მიზნით), ან დაზიანებული ორგანოებისა და ქსოვილების აღდგენა ღეროვანი უჯრედების წყალობით, რომელთაც ყველა ტიპის უჯრედების დიფერენცირება შეუძლიათ: გულის, კანის და ა.შ..

1322485147-56



რას წარმოადგენს გენური თერაპია?

გენური თერაპიის მიზანია, პაციენტში შეიყვანოს მის დაავადებაზე პასუხისმგებელი დეფიციტური გენის, ან გენების ნორმალური ანალოგი, ან შეცვალოს პათოლოგიის გამომწვევი მავნე გენი.
განასხვავებენ გენეტიკური დაავადების ორ სახეობას: მონოგენურ დაავადებებსა და მულტიფაქტორულ დაავადებებს. მონოგენური დაავადებები ერთადერთი გენის მუტაციის შედეგია. დღესდღეობით ასეთი 6000 გენი არსებობს: ყოველ 100 ახალშობილზე ერთი თავის გენომში ჩაწერილი გენეტიკური დაავადებით იბადება. ბევრი ასეთი დაავადება საყოველთაოდაა ცნობილი, როგორც კისტოზური ფიბროზი, მიოპათია, ჰანტიგტონის დაავადება, ტვინის უჯრედოვანი ანემია...მულტიფაქტორული დაავადებები უფრო კომპლექსურია, მაგრამ ბევრად უფრო გავრცელებული: ისინი მრავალი გენისა და გარემო ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგია.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.science.gouv.fr/fr/actualites/bdd/res/4321/-a-la-veille-du-25e-telethon-retour-sur-les-principes-de-la-therapie-genique/