Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გრენობლელი (საფრანგეთი) ბიოლოგი ვინფრიდ ვეისენორნი შიდსის შესახებ კვლევებისათვის დააჯილდოვეს

com.univ.collaboratif.utils

ოქტომბრის თვეში სამედიცინო კვლევების ფონდმა 2011 წლის პრიზები დაარიგა. ჟოზეფ ფურიეს სახელობის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დარგის პროფესორსა და საერთაშორისო  კავშირის გუნდის, ვირუსებისა და მასპინძელი უჯრედების ურთიერთქმედების სტრუქტურული ბიოლოგიის (UVHCI- UJF/EMBL/CNRS) პასუხისმგებელ პირს , ვინფრიდ ვეისენორნს (Winfried Weissenhorn), მიენიჭა ლინ რენოს (Prix Line Renaud) პრიზი ( ეს პრიზი დაწესდა 2005 წელს მსახიობ ლინ რენოს შემოწირულობებით, რომელიც შიდსის წინააღმდეგ მებრძოლი მნიშვნელოვანი ფიგურაა საფრანგეთში) შიდსზე ჩატარებული სამუშაოებისათვის.

ვინფრიდ ვეისენორნი თავის კარიერას 1986 წელს იწყებს მიუნხენში. დოქტორანტიდან მოყოლებული VIH – ადამიანის იმუნოდეფიციტი – არის მისი კვლევების ცენტრში. ის ინტერესდება პროტეინებით, რომლებიც ვირუსის გარსს ეკვრის. ამჟამად უკვე შესაძლებელია ამ სტრუქტურების მოდელიზება, მაგრამ პროცედურა ისევ ნაკლებად საიმედოა. ახალგაზრდა მკვლევარი  შემდეგ დასკვნას აკეთებს: „სტრუქტურის გასაგებად საჭიროა, შევისწავლო სტრუქტურული ბიოლოგია“. მისი მოტივაცია იმდენად ძლიერია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის სტრუქტურალისტი, მაინც ახერხებს ჰარვარდში ასპირანტის პოსტის დაკავებას სტრუქტურული ბიოლოგიის ლიდერ ლაბორატორიაში. სწორედ აქ მოიხიბლება იგი ბიოლოგიის ამ განშტოებით, რომელიც „სურათების წყალობით გაგებინებს, როგორ ფუნქციონირებენ სისტემები“.
...მისი ამჟამინდელი კვლევები ვირუსის უჯრედებში შესვლასა და მათგან გასვლას ეხება. იდეა ამ მექანიზმის გარკვევაა, მაგრამ , ამასთანავე, ვირუსის შესვლის დასაბლოკად ახალი ვაქცინებისა და მედიკამენტების დახმარებასაც ითვალისწინებს.

“ვინფრიდი არის UVHCI-ის პირველი მკვლევარი, რომელმაც ფრანგული პრიზი დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ „გაერთიანება“ საერთაშორისოა და უბრალოდ საფრანგეთშია განლაგებული, ჩვენთვის ეს მაინც სასიხარულოა“, აცხადებს რობ რიგკროკი (Rob Ruigrok), UJF-ის (ჟოზეფ ფურიეს სახ. უნივერსიტეტი) პროფესორი და ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.grenoble-univ.fr/jsp/fiche_actualite.jsp?CODE=1321872164279&LANGUE=0