Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საბიბლიოთეკო და საარქივო ჯგუფების წარმომადგენლები გახარებულები არიან WIPO-ში მიღწეული პროგრესით

wipo-nov2011-2

საერთაშორისო საავტორო უფლებების საკითხების განხილვა:

საბიბლიოთეკო და საარქივო ჯგუფების წარმომადგენლები გახარებულები არიან  საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პროგრესისა და გამონაკლისის დაშვების გამო, რომელიც მიღწეულ იქნა WIPO-ში (ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაცია).

ჰააგა/ჟენევა: ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის უფლებამოსილი კომისიის რიგით 23–ე სხდომა საავტორო და მსგავს უფლებებთან დაკავშირებით  (SCCR), 2011 წლის 2 დეკემბერს დამთავრდა. ბიბლიოთეკების ასოციაციისა და ინსტიტუტების საერთაშორისო ფედერაცია (IFLA), არქივების საერთაშორისო საბჭო (ICA), კონსორციუმი "ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის (EIFL)", კანადის ბიბლიოთეკების ასოციაცია (CLA), გერმანიის ბიბლიოთეკების ასოციაცია (dbv), ბიბლიოთეკებისა და არქივების საავტორო უფლებათა ალიანსი (LACA) და ამერიკის არქივარიუსების საზოგადოება (SAA) მიესალმება იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც WIPO-ს წევრი სახელმწიფოების მიერ მიღწეულ იქნა ბიბლიოთეკებისა და არქივებისთვის დაშვებულ გლობალური საავტორო უფლებების შეზღუდვებსა და გამონაკლისებთან დაკავშირებით.

SCCR/23 დასრულდა შეთანხმებით, რომ შემდგომში განიხილავდნენ ბიბლიოთეკებთან და არქივებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც მოიცავენ შენახვას და დაცვას, ასლების გამრავლებისა და შენახვის უფლებებს, სავალდებულო ეგზემპლარების მიწოდების კანონმდებლობას, წიგნების ბიბლიოთეკიდან გატანას, ბიბლიოთეკის მასალით საზღვარგარეთ სარგებლობას, "უავტორო ნაშრომებს", უკან დაბრუნებულ, ან ხმარებიდან ამოღებულ ნაშრომებს, ბიბლიოთეკებისა და არქივების პასუხისმგებლობას, მასალის შენახვისა და დაცვის ტექნოლოგიური ზომებს და კონტრაქტებს. 2012 წლის თებერვლის ბოლომდე, წევრმა ქვეყნებმა WIPO-ს სამდივნოს უნდა წარუდგინონ წერილობითი შენიშვნები, რომლებიც შევა დოკუმენტში "დროებით სამუშაო დოკუმენტი კომენტარებითა და ტექსტუალური წინადადებებით საერთაშორისო იურიდიულ ინსტრუმენტთან (ნებისმიერი ფორმით) დაკავშირებით, ბიბლიოთეკებისა და არქივებისათვის (კანონმდებლობაში) დაშვებული შეზღუდვებისა და გამონაკლისების თაობაზე (SCCR/23/8 Prov), რომელსაც 2012 წელს, SCCR/24-ზე განიხილავენ.

ვრცლად (ინგლ.): eifl.net