Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც როალდ ამუნდსენმა სამხრეთ პოლუსს მიაღწია

amundsen_dogs_pole

აი, უკვე ასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც როალდ ამუნდსენმა და მისმა გუნდმა სამხრეთის პოლუსს მიაღწიეს და გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ანტარქტიდაზე მოთავსებული და ჩრდილოეთ პოლუსისაგან რადიკალურად განსხვავებული წერტილი გამოიკვლიეს. ამ ოთხშაბათს, 14 დეკემბერს მრავალმა ადამიანმა აღნიშნა ეს მიღწევა, მათ შორის ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა, ჟანს სტოლტანბერგმა (Jens Stoltenberg).

1911 წლის 14 დეკემბერს, მკვლევარ როალდ ამუნდსენს თავისი გუნდი სამხრეთ პოლუსისკენ მიჰყავდა, მათ სულ რაღაც ერთი თვით დაასწრეს ბრიტანულ ექსპედიცია Terra Nova-ს, რომელიც Royal Navy-ს ოფიცრის, რობერტ ფალკონ სკოტის ხელმძღვანელობით, 1912 წლის 12 იანვარს იკვლევდა დედამიწის ზედაპირის უკიდურეს სამხრეთ წერტილს. უკანა გზაზე ამ ბრიტანული ჯგუფის ყველა წევრი დაიღუპა სიცივის, შიმშილისა და დაღლილობისაგან.
ასი წლის შემდეგ ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა ეს გამარჯვება მრავალ ადამიანთან ერთად, მეცნიერებთან და თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებთან ერთად, იუწყება AFP.
ეს საზეიმო ცერემონია, რომლის დროსაც როალდ ამუნდსენის ყინულის ქანდაკება გაიხსნა, იმ საფრთხის გამოაშკარავებითაც აღინიშნა, რაც რეგიონსა და მთელ მსოფლიოს ემუქრება კლიმატური ცვლილებების ფონზე. „ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ხაზი გავუსვათ ამ ყინულოვანი კონტინენტის მნიშვნელობას პლანეტის დათბობასთან მიმართებაში“, ხაზგასმით აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა. „ამ უკანასკნელ წლებში ანტარქტიდის კონტინენტი უფრო სწრაფად შეიცვალა, ვიდრე ამ ბოლო 800 წლის განმავლობაში(...). ყინულის დნობას შეიძლება დრამატულად გლობალური შედეგები მოჰყვეს“.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/100-ans-roald-amundsen-atteignait-p%C3%B4le-sud-195100536.html