Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მღელვარება ჰიგსის ბოზონის გამო

1323877146-17

სამშაბათს, 13 დეკემბერს დიდი მღელვარება იყო სამეცნიერო წრეებში, ელოდნენ CERN-ის შესაძლო შეტყობინებას ჰიგსის ბოზონის  (Higgs boson), "სტანდარტული მოდელის" დანაკლისი დეტალის, არსებობა-არარსებობის შესახებ. CERN-ის მეცნიერები შეიკრიბნენ სემინარზე, რათა  წარმოედგინათ LHC (ჰადრონთა დიდი კოლაიდერი)-ის, ნაწილაკების ყველაზე დიდი ამაჩქარებლის საშუალებით 2011 წელს ჩატარებული ექსპერიმენტების მიღწევები.

როგორც საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის (CNRS) მკვლევარი და CERN-ის საბჭოს პრეზიდენტი, მიშელ სპირო იტყობინება, „ჰიგსის ბოზონი არის ჯაჭვის უკანასკნელი რგოლი, რომელიც აკლია თეორიას, რომელიც ხსნის, თუ რისგან შედგება მატერია, როდესაც მას ისეთი ძლიერი მიკროსკოპით აკვირდები, როგორიცაა ნაწილაკების ამაჩქარებელი“.

რა როლს თამაშობს ჰიგსის ბოზონი სტანდარტულ მოდელში?

სტანდარტული მოდელი ყველა ცნობილი ელემენტარული ნაწილაკებისა და იმ საშუალებების აღწერას ახერხებს, რითაც ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ. მაგრამ ბუნების ჩვენეული აღქმა არასაკმარისია. კერძოდ, სტანდარტული მოდელი ვერ პასუხობს მარტივ შეკითხვაზე: რატომ აქვს ელემენტარული ნაწილაკების უმრავლესობას მასა? 

ერთი შეხედვით, მასის კონცეფციას ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტულ მოდელში ადგილი არ გააჩნია. მოდელის მიერ აღწერილი ძალებიდან ორი – ელექტრომაგნეტიზმი და სუსტი ბირთვული ძალა – შეიძლება ერთი თეორიით, ელექტროსუსუტი ძალებით იქნას აღწერილი. მეცნიერებმა  ეს ელექტროსუსტი ძალების თეორია მრავალი ექსპერიმენტით დაადასტურეს. თუმცა თეორიის განტოლებები სწორია მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ  ძალის მატარებელი ყველა  ელემენტარული ნაწილაკი  მასის გარეშე იქნება.
ჩვენ კი ვიცით, რომ ეს ასე არ არის; ფიზიკოსებმა პიტერ ჰიგსმა, რობერტ ბრუტმა და ფრანსუა ანგლერმა (Peter Higgs, Robert Brout, François Englert) ამ ამოცანის ამოხსნა შემოგვთავაზეს.

ჰიგსის მექანიზმი და სტანდარტული მოდელის თეორიის „შესწორებები“.

1323877173-20

მათი თეორია მდგომარეობს იმაში, რომ ზუსტად "დიდი აფეთქების" (Big Bang) შემდეგ არცერთ ნაწილაკს წონა არ ჰქონდა. როდესაც სამყარო გაცივდა და ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარამდე დაეცა, შეიქმნა უხილავი ძალის ველი, სახელად „ჰიგსის ველი“,  ჰიგსის ბოზონთან – მასთან დაკავშირებულ ნაწილაკთან ერთად. სამყაროში ყველგან გავრცელებულ ამ ველთან ურთიერთქმედება საშუალებას აძლევს ნაწილაკებს, შეიძინოს მასა ჰიგსის ბოზონის შუამავლობით. რაც მეტად  ურთიერთქმედებენ  ნაწილაკები ჰიგსის ველთან, მით უფრო მეტად მძიმდებიან. და პირიქით, იმ ნაწილაკებს, რომლებიც არ ურთიერთქმედებენ ამ ველთან, მასა არა აქვთ.

რა იყო ცნობილი ადრე? რა იქნა აღმოჩენილი ეხლა?

 მეცნიერები უკვე დაახლოებით 30 წლის განმავლობაში  მუშაობენ ჰიგსის ბოზონის არსებობის დასადასტურებლად ან უარსაყოფად. ამგვარად, ცნობილი იყო, რომ ჰიგსის ბოზონის მასა უნდა ყოფილიყო 0-დან 1000 პროტონის მასის ტოლი. სამეცნიერო დანადგარებმა, რომლებიც LHC-მდე არსებობდნენ, აჩვენეს, რომ ბოზონის მასა 115-ჯერ აღემატება პროტონის მასას. 2011 წელს, ეს დიაპაზონი უფრო ზუსტად დადგინდა Atlas-ის და CMS-ის ექსპერიმენტებით: ბოზონის მასა არის  115 და 130 GeV შორის. ეს არის ის მთავარი შედეგი, რაც მიღწეულ იქნა უზარმაზარი მოცულობის მონაცემთა დამუშავებით, რაშიც მონაწილეობდა 2000 - 3000 ფიზიკოსი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რომელთა გაერთიანებული ძალისხმევა დაგვეხმარება მატერიის უკეთ გაგებაში.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.science.gouv.fr/fr/actualites/bdd/res/4351/effervescence-autour-du-boson-de-higgs-/