Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კიბერშპიონაჟი, სამხედრო და ეკონომიკური იარაღი

1556394_3_02af_en-raison-de-leur-sophistication-des-attaques
გენერალური მობილიზაცია კიბერსამყაროში: სამინისტროები, სამთავრობო სააგენტოები, შტაბები, ასევე ყველა ტიპის მწარმოებლები და მიმწოდებლები ბოლო თვეებია მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებენ კიბერ-უსაფრთხოებისა და კიბერდაცვის სისტემაში. „ჩვენ ვცდილობთ, გავარკვიოთ, სად შევამციროთ ჩვენი ბიუჯეტი, მაგრამ არსებობს სფერო, რომელშიც დარწმუნებულნი ვართ, რომ პროგრესი გვექნება, და ეს კიბერსფეროა“, განაცხადა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა  ჟანეტ ნაპოლიტანომ პარიზში. „კიბერსამყარო არის სფერო, სადაც ჩვენი ეკონომიკური ინტერესები და თავდაცვის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“.
დახვეწილობის გამო, უკანასკნელი კიბერ-შეტევები მაგალითისათვის გამოდგა მათთვის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს ამ მხრივ. 2009 წლის ივნისში ვირუსმა Stuxnet-მა დააზიანა ირანის მოწყობილობები, შეტევა აშშ-სა და ისრაელს დაუკავშირეს: ეს პირველი მუქარა იყო, თანაც ეფექტური, საწარმოს მართვის სისტემის წინააღმდეგ. 2010 წლის აპრილში მსოფლიო ინტერნეტის 15% თვრამეტი წუთის განმავლობაში ჩინური სერვერიდან იყო დაჰაკერებული.
...
უკვე ომია გამოცხადებულია ამის გამო? კონგრესის წინაშე გაკეთებულ მოხსენებაში ამერიკის შპიონაჟის საწინააღმდეგო სამსახურმა ჩინეთი დაასახელა სამიზნედ. მაშინ, როცა სამოქალაქო ავტორიტეტები ეკონომიკის საკვანძო ფიგურებს თავდაცვის ზომების მიღებისაკენ მოუწოდებენ, სამხედრო სტრატეგიები ერების სასიცოცხლო ინტერესების დაცვის სახელით იხვეწება,   ასეთი ზეწოლა  კი თავისუფლების დამცველებს აღელვებს.
ამერიკელი სამხედროები ძალიან ღელავენ ელექტროგადაცემის ქსელების გამო, ისინი უარესს ელიან: „ატომურმა იარაღმა შეიძლება დაანგრიოს ქალაქის ქსელი, საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ კიბერშეტევას შეუძლია იგივე გააკეთოს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მასობრივი განადგურების იარაღად იქცეს“, განაცხადა გენერალმა ჯეიმს კარტვიგმა, აშშ-ს არმიის შტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ,  ვაშინგტონის "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" (Center for Strategic and International Studies –CSIS) მიერ ორგანიზებული დებატების დროს, 6 დეკემბერს. ამ მაღალი რანგის პირის აზრით, იმის ალბათობა, რომ ეს მოხდეს, ძალიან „მცირეა“, მაგრამ „სიფხიზლე“ მაინც საჭიროა.

....

“ძალიან გვიანია კითხვის დასმა იმის შესახებ, საჭიროა, თუ არა კიბერსამყაროს გასამხედროება“, აღნიშნა ჯეიმს ლევისმა, CSIS-ის დირექტორმა. მრავალი ქვეყნის ძალოვნებმა 2010-2011 წლებში შეიმუშავეს კიბერთავდაცვის ეროვნული სტრატეგიები, შეტევითი კომპონენტებით, რომლებიც არ გამოქვეყნებულა.

CSIS-ის ცნობებით, უკვე 35 ქვეყანაში მუშავდება სამხედრო დოქტრინები კიბერ-ომის გათვალისწინებით.

დასავლეთის მთავრობები ამ დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობებსაც განიხილავენ...

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.lemonde.fr/technologies/article/2011/12/17/le-cyberespionnage-une-arme-militaire-et-economique_1619432_651865.html