Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ჯორჯ ორუელი – “1984″

ჯორჯ ორუელი – “1984″ -

გითვალთვალებენ, ფიქრს გიკონტროლებენ, გაჯერებენ, რომ ომი მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება კი ძალაა. გარწმუნებენ, რომ 2+2=5 და შენ არ გაქვს არგუმენტები საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, რადგან წარსული გამუდმებით იცვლება, ფაქტები აღარ არსებობს. ამ ყველაფერთან ერთად სამეტყველო ლექსიკაც ვიწროვდება. შენ ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ინდივიდუალიზმი და აზროვნება გაუგებარი ცნებებია. კარგავ ძალას და ხდები მათნაირი.

ჯორჯ ორუელმა (ერიკ არტურ ბლერი) ჯერ კიდევ „ცხოველების ფერმის“ კითხვისას დამთრგუნა. „1984“-ში ყველაფერი კიდევ უფრო უტრირებული და შავ ფერებშია. თვითონ ორუელი 1950 წელს გარდაიცვალა, თუმცა 80-იანებში მისი წიგნისგან განსხვავებული ბევრი არაფერი ყოფილა. უკვე 2012 წელია და ისევ ახლობელია „1984“. ასე მგონია, ორუელის მიერ დასმული პრობლემები ყოველთვის აქტუალური იქნება, ადამიანი არ იცვლება და იმიტომ. უბრალოდ ფორმას იცვლის ქცევები, დეფორმირდება და სხვა მხრიდან ვლინდება, ძირი იგივე რჩება.

ახლა დიდ ძმას ულვაშები აღარ აქვს, მაგრამ მაინც გითვალთვალებენ, თუმცა მგონია, რომ თავისუფლად ვაზროვნებ. შეიძლება უბრალოდ მე მგონია. დღეს შედარების საშუალება არსებობს. კიმ ჯონგ ილის (ქართულად ჯიმ ჩენ ილი  რატომაა არ ვიცი) დაკრძალვა გამახსენდა. იქ ზუსტად ორუელის „1984“ აქვთ.

„საღი აზრი ერესთა ერსს წარმოადგენდა. ყველაზე თვზარდამცემი ის კი არ იყო, რომ განსხვავებული აზრისთვის გკლავდნენ, არამედ ის, რომ შეიძლება მართალს ამბობდნენ.“

წარსული გამუდმებით იცვლება, დოკუმენტები არ არსებობს, და ვერაფრით ამტკიცებ, რომ თუნდაც 2+2=4. გაჯერებენ, რომ ადრინდელთან შედარებით უკეთესად ცხოვრობ.

„ითმენ დღეს არსებულ მდგომარეობას, რადგან არ გაგაჩნია სტანდარტები შედარებისთვის, არ იცი მანამდე უკეთესი იყო თუ უარესი“.

„1984“ ეს არის წიგნი, სადაც კარგად ხედავ რა ადვილია ადამიანის ერთ ყალიბში მოქცევა, როგორ შეიძლება დაცალო აზროვნებისგან (ჩრდ. კორეა კვლავ თვალწინ).

უინსტონი და ჯულია საერთო კონტექსტს ვერ ერგებიან, ამიტომ პარტიას ახალი მიზანი აქვს – სხვებს უნდა დაამგვანონ. უილიამ გოლდსტეინი პარტიის ფიქტიური მტერია. ისევე, როგორც „ცხოველების ფერმაში“ (დღევანდელ საქართველოშიც) საჭიროა არსებობდეს „მტერი,“ რომელსაც ყველა შენს წარუმატებლობის მიზეზად გამოიყვან. თუმცა  ოკეანიას გოლდსტეინი კიდევ ერთი მიზნისთვის სჭირდება – საწინააღმდეგო აზრის მქონე პირები ადვილად ამხილონ, შემდეგ 101-ე ოთახში გაამწესონ და იქიდან დიდი ძმის სიყვარულით გამოვიდნენ.

პარტიის ლოზუნგი : „ვინც წარსულს აკონტროლებს ის აკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს აწყმოს, აკონტროლებს წარსულსაც“.  და მაინც წარსული, რომელსაც გამუდმებით ცვლიდნენ, არასოდეს შეცვლილა. სადღეისო ჭეშმარიტება სამუდამო და საუკუნო ჭეშმარიტება იყო. გმართებდა მხოლოდ მუდმივი გამარჯვება შენსავე მეხსიერებაზე. ამას უწოდებდნენ „სინამდვილის კონტროლს“, ახალმეტყველებაში – „ორაზრს“.

ორაზრი განსაკუთრებული ფენომენია. მაგალითად, სიტყვა  „თეთრშავი“ – თუ გამოიყენებ ოპონენტის მიმართ, მაშინ ნიშნავს თავხედურ მტკიცებას, რომ შავი თეთრია, ხოლო თუ იხმარება პარტიის წევრის მიმართ, ეს ნიშნავს ცოდნას, რომ შავი თეთრია და დავიწყებას იმისას, რომ ოდესმე საპირისპირო არსებობდა.

ჯორჯ ორუელი

1984-ში ფიქტიური ომია, ვის ეომები და ვინაა შენი მოკავშირე მუდმივად იცვლება, იმიტომ რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია „მტერი“ გყავს. წიგნში სამი ზესახემწიფოა ოკეანიაში გამეფებულ ფილოსოფიას ინგსოცი (ინგლისური სოციალიზმი) ერქვა,  ევრაზიაში ნეობოლშევიზმი, აღმოსავლეთ აზიაში ჩინურ სიტყვა, რომელიც „საკუთარი თავის უარყოფას“ ნიშნავდა.  ყველგან ერთი და იგივე პირამიდული სტრუქტურაა – „თავში ნახევრადღმერთი ლიდერი, ერთნაირი ეკონომიკა, რომელიც ომით ნასაზრდოები ომისთვისვე არსებობს.“ ამიტომ შეუძლებელია მათ შორის ომი ყოფილიყო.

ხალხი რომ ერთიანი მასაა და ინდივიდი, როგორც ასეთი, არავის სჭირდება, ყველა აბზაციდან ჩანს „ერთი კაცის სიკვდილი სიკვდილი არ არის, პარტია უკვდავია“

ო’ბრაიანის წინასწარმეტყველება ახდა. უინსტონს რომ უთხრა, გაგრძელდება ყველაფერი , არასოდეს შეწყდება თვალთვალი, დასმენა, დაპატიმრება, ეს ისევე იქნება ტერორის სამყარო, როგორც ტრიუმფისა. ყველაფერი ეს ძალაუფლების გამო ხდება და სანამ ადამიანს სხვაზე გამარჯვების, ზემოდან ყურების ჟინი არ გაუვლის, მუდამ 1984 წელი იქნება. ისევ გვეყოლება სხვანაირად მოაზროვნენი, ვისაც განვდევნით, გავალოთებთ და აზროვნებას შევაწყვეტინებთ (ჩიხლაძის ‘ფენინინე“), ვინც დაეცემა და ჩვენ, ბედნიერნი, ზემოდან დავუწყებთ ყურებას. ჩვენს ნაწილად გავხდით და თუ ამას ვერ მოვახერხებთ, უბრალოდ გავაქრობთ.

უინსტონმა დღიურში ჩაწერა: „თავისუფლება თავისუფლებაა, ისევე, როგორც ორს მიმატებული ორი უდრის ოთხს, თუ ამას დავუშვებთ, დანარჩენი თვითონ მოვა.“

ამ წიგნის შემდეგ ყველაზე მეტად დავაფასე განსხვავებული ადამიანი, ისეთი არაფრით რომ არ მგავს. 1984-დან ქვეყანა მხოლოდ მაშინ გამოვა, როცა ბევრი არაერთგვაროვანი აზრი, იდეა, ადამიანი იარსებებს.


[საიტიდან "მკითხველის ბლოგი"]