Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ფრანგული "Cloud computing": Atos-ი მზადაა საუბრისათვის კონსორციუმში გასაწევრიანებლად

1393893_3_7cc5_des-serveurs-informatiques-dans-un-data-center
ტიერი ბრეტონმა, ინფორმატიკული სერვისების კომპანიის, Atos-ის გენერალურმა დირექტორმა, 4 იანვარს განაცხადა, რომ მისი გუნდი „მზად არის საფრანგეთის სახელმწიფოსთან საუბრისათვის“  "cloud computing"-ის კონსორციუმში გასაწევრიანებლად, სადაც სახელმწიფო და კომპანიები Orange და Thales არიან გაერთიანებულნი კომპანია Dassault Systèmes-ის კონსორციუმიდან გასვლის შემდეგ.

ამ პროექტს, სახელად "Andromède", უნდა გაეერთიანებინა ფრანგული სახელმწიფო  Orange-თან, Thales-სა და Dassault Systèmes-თან, „დიდი ევროპული ციფრული სადგურების“ შესაქმნელად, რომლებზეც სახელმწიფო, მცირე და საშუალო ბიზნესი სტრატეგიულ კომპიუტერულ მონაცემთა ბაზებს განათავსებდნენ. სახელმწიფოს 135 მილიონი ევრო უნდა ჩაედო ამ პროექტში მაშინ, როცა Orange-სა და Dassault Systèmes-ს თითოეულს 60 მილიონი ევრო  უნდა ჩაედო, Thales-ს კი – 30 მილიონი.
მაგრამ 22 დეკემბერს Dassault Systèmes-ის პროგრამული უზრუნველყოფის კონცეპტორმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ის „თამაშიდან გადის“. ამის შემდეგ Atos-ის ჯგუფისა და Capgemini-ის სახელები გამოჩნდა პრესაში, რათა მათი კონსორციუმში შესვლა აღენიშნათ. „ჩვენ, ცხადია, მზად ვართ, ვესაუბროთ სახელმწიფოს“  კონსორციუმში შესასვლელად. „ეს ჩვენი როლია. თუკი მოითხოვენ, ჩვენ ამას ჩვენს თავზე ავიღებთ“, განაცხადა ოთხშაბათს ბ-ნმა ბრეტონმა ტელეკომპანია BFM Business-ზე გამოსვლისას.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.lemonde.fr/technologies/article/2012/01/05/ cloud-computing-francais-atos-pret-a-discuter-pour-entrer-au-consortium_1626122_651865.html