Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ჩვენს გალაქტიკაში უფრო მეტი პლანეტაა, ვიდრე ვარსკვლავი

1628499_3_8fc4_cette-vue-d-artiste-a-ete-envoyee-par
ჩვენს გალაქტიკაში პლანეტები უფრო მეტია, ვიდრე ვარსკვლავები, არადა მზის სისტემა დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც გამონაკლისი, ნათქვამია 11 იანვარს ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. პლანეტებით გარშემორტმული ვარსკვლავები, ეს „წესია და არა გამონაკლისი“ ირმის ნახტომის სისტემაში, ასკვნის არნო კასანი პარიზის ასტროფიზიკის ინსტიტუტიდან, სწორედ ის გახლავთ ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალ „Nature“-ში გამოქვეყნებული სტატიის ძირითადი ავტორი.

მისი გუნდის სტატისტიკური გამოთვლებით ჩვენს პლანეტაში თითო ვარსკვლავზე საშუალოდ 1,6 პლანეტა მოდის.

 „პლანეტები რაც უფრო პატარებია, მით უფრო მრავლად არიან“, აზუსტებს ბ-ნი კასანი. ამ ასტრონომთა მტკიცებით ვარსკვლავების 17%-ს იუპიტერის ზომის პლანეტა ახლავს, 52%-ს - ნეპტუნის ზომის და 62%-ს -„სუპერ-დედამიწის“, ანუ დედამიწაზე 5-10-ჯერ უფრო მასიური. „როგორც ჩანს, ფაქტიურად მილიარდობით დედამიწის მსგავსი წონის პლანეტაა ირმის ნახტომის სისტემაში ვარსკვლავების გარშემო“, აცხადებს მისი კოლეგა დანიელ კუბასი ჩილეში გამართულ ევროპულ კოსმოსურ ობსერვატორიაში (ESO) გაკეთებულ განაცხადში.

მილიონობით ეგზოპლანეტას უამრავი მზე აქვს

შვიდასზე მეტი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ბოლო თექვსმეტი წლის განმავლობაში, რომელთაგან მხოლოდ თორმეტია აღმოჩენილი „მიკროობიექტივური“("microlentille") ტექნიკით, რომელსაც იყენებდა არნო კასანის გუნდი, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში იკვლევდა მილიონობით ვარსკვლავს ლუპის ასეთი ეფექტის ძიებაში. საქმე ეხება იშვიათ ფენომენს, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა ორი პლანეტა ჩვენს თვალწინ იდეალურად სწორდება: უახლოესის მასა აძლიერებს უშორესის სინათლეს. ინტერესი: „მიკროობიექტივური ტექნიკით ძალიან მცირე მასის პლანეტაც კი აღმოჩენადი გახდება“, აღნიშნავს ბ-ნი კასანი.

მაშინ, როცა არნო კასანის გუნდი მარტოხელა პლანეტებს იკვლევს, ოთხშაბათს Nature-ში მეორე სტატიაც ქვეყნდება, რომელიც აჩვენებს, რომ წყვილი პლანეტების 1 % -ს შეიძლება ერთი გიგანტური ეგზოპლანეტა გააჩნდეს ორბიტაში წყვილის გარშემო. ჩვენი გალაქტიკა ამ ტიპის მილიონობით პლანეტას დათვლის, რომელთაც უამრავი მზე ექნებათ, აცხადებს უილიამ უელში (აშშ, სან-დიეგოს უნივერსიტეტი).

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.lemonde.fr/planete/article/ 2012/01/11/il-y-a-plus-de-planetes-que-d-etoiles-dans-notre-galaxie_1628495_3244.html