Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ინსულტის შემდეგ ყველაზე ხშირად მეხსიერება და ბალანსი ზარალდება

memoire-et-equilibre-plus-frequemment-affectes-apres-un-avc_39963_w250
ყოველკვირეული ეპიდემიოლოგიური ბიულეტენის (Bulletin épidémiologique hebdomadaire (BEH)) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით,  ბალანსისა და მეხსიერების პრობლემები ტვინის ვასკულარული ტრამვის (ინსულტის) შემდეგ შეიძლება ხშირად გამოვლინდეს ორი ტიპის გართულებით.
დღეს ტვინის ვასკულარული ტრამვა (ინსულტი) მამაკაცების სიკვდილიანობის გამომწვევი  მესამე მიზეზია, ქალებისა კი – პირველი. მისი გამომწვევია სისხლძარღვის გაწყვეტა, ან გაუვალობა, რაც სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს ტვინის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან უბნებში. მაგრამ თუ ინსულტი ყოველთვის მომაკვდინებელი არ არის, ის ძალიან ხშირად მაინც იწვევს სერიოზულ გართულებებს დაზიანებული ტვინის ერთი ნაწილის ფუნქციონირებაში.
ოთხშაბათს ყოველკვირეული ეპიდემიოლოგიური ბიულეტენის (BEH) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით მეხსიერებისა და ბალანსის დარღვევა ინსულტის თანმდევი ორი უმთავრესი გართულებაა. მართლაც, "Handicap santé"-ს კითხვარით შეგროვდა 39035 მონაცემი, რომელიც 2008–2009 წლებში პირისპირ გამოკითხვით გამოიკვეთა. ამან საშუალება მისცათ, დაედგინათ, რომ ამ პერიოდში   ფრანგი მოსახლეობის 1,2%-მა გადაიტანა ინსულტი. მათგან ორ მეასმადს (0,8%), რაც 500000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს, ჰქონდა გართულებები.
გართულება კი უფრო ხშირად გამოიხატება ბალანსისა – რაც ასეთი შემთხვევების თითქმის ნახევარია –  და მეხსიერების დარღვევაში (42,1%), იუწყება AFP. რაც შეეხება ინსულტის სხვა შედეგებს: პაციენტების ერთ მესამედზე ცოტა მეტს აღენიშნება გართულება, რომელიც ერთი, ან რამდენიმე კიდურის დამბლას იწვევს, და სამიდან ერთში კი მეტყველებისა და არტიკულაციის დარღვევა იკვეთება. დაახლოებით ერთი მეოთხედი მხედველობის პრობლემებს უჩივის, ხუთიდან ერთი კი – შეგრძნებების დარღვევას.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: http://www.femina.ch/ma-vie/sante/avc-troubles-de-lequilibre-et-de-la-memoire-sequelles-les-plus-frequentes