Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

რა მოხდებოდა, გრავიტაცია რომ არ არსებობდეს?

სამყარო იქნებოდა ბრტყელი და ერთგვაროვანი, აცხადებს ტოუსონის უნივერსიტეტის ფიზიკოსი. წარმოვიდგინოთ გაცილებით უფრო რთული მდგომარეობა: რა მოხდებოდა, სამყაროს ფორმირების შემდეგ რაღაც მომენტში გრავიტაცია რომ „გამორთულიყო“?

(იხ. სტატია არქივიდან Gravity, by George Gamow)

ავადმყოფობაზე მეტად ვერაფერი გაიძულებთ დააფასოთ ჯანმრთელობა. იგივე შეიძლება ითქვას სამყაროზეც. თუ შევეხებით ფიზიკის რომელიმე ფუნდამენტალურ კანონსა, თუ მუდმივებს, რომლებიც "სრულყოფილია" ვარსკვლავების, პლანეტების, ატომებისა და სიცოცხლის არსებობის თვალსაზრისით, ყველაფერი შეიცვლება, რაც საკმაოდ არასასიამოვნო, მაგრამ – რეალური ფაქტია. ამგვარი უცნაური სამყაროს წარმოდგენა უფრო მეტად დაგაფასებინებთ ყოველგვარ ნორმას.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რა განსხვავებული იქნებოდა სამყარო, მხოლოდ სამი ფუნდამენტალური ძალა რომ მოქმედებდეს, ნაცვლად ოთხისა – თუ ელექტრომაგნეტიზმი, ასევე, ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედებები იგივენაირი იქნებოდა, როგორიც ჩვენთვისაა ცნობილი, ხოლო მეოთხე ძალა, რომელმაც კლდეებს ერთად მოუყარა თავი დედამიწის შექმნისას და ახლაც თქვენი პლანეტა-დედამიწაზე მყარი დგომის მიზეზია, არ იარსებებდა. ანუ რა მოხდებოდა, გრავიტაციის ძალა რომ არ არსებობდეს?

მერილენდის, ტოუსონის უნივერსიტეტის, გრავიტაციის მკვლევარი ფიზიკოსის, ჯეიმს ოვერდუინის განცხადებით, სამყარო გრავიტაციის გარეშე იქნებოდა „სრულიად ბრტყელი და უსახო“. ოვერდუინმა გაგვიმარტა, რომ გრავიტაცია იგივე, რაც „სივრცე-დროის სიმრუდე“ (curvature of space-time) – როგორი ციცაბო თუ ბრტყელია სამყაროს სტრუქტურა რომელიმე ადგილზე (შესაბამისად, როგორ ჩავარდებიან საგნები სიმრუდის ცენტრში). ისევე, როგორც ბადეზე მოთავსებული ბოულინგის ბურთი ახდენს ბადის ზედაპირის გაღუნვას, ასევე მატერია და ენერგია  განაპირობებს სივრცე-დროს სიმრუდეს. ამგვარად, თუ სამყარო არსად არ იქნება მრუდე (იმის გამო, რომ გრავიტაცია არ იარსებებს), მასში არ იქნება არც მატერია, არც – ენერგია.

ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN