Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

„ენიგმა“: მეორე მსოფლიო ომის საიდუმლოს გასაღები

1325605393-74

ეს ანტიკური საბეჭდი მანქანაა? სულაც არა! ამ მიმზიდველი აპარატის მიღმა მეორე მსოფლიო ომის საიდუმლოს გასაღები იმალება.

„ენიგმა“ მობილური საბეჭდი მანქანის ფორმისაა. მისი თანამედროვე ზომებით ის ჩემოდანშიც ეტეოდა. ეს მანქანა 9 ვოლტიან ელემენტზე მუშაობდა. ის 26 კლავიშისაგან შედგებოდა, რომლის ზემოთაც მოთავსებული იყო 26 ამპულიანი დაფა, თითოეული მათგანი კი ანბანის 26 ასოს შეესაბამებოდა.
თავისი შეტყობინებების დასაშრიფტად გერმანიის ფლოტმა „ენიგმები“ 1926 წელს შემოიტანა, სახმელეთო ჯარმა კი – ორი წლის შემდეგ.
მანქანა „ენიგმას“ შეტყობინების თითოეული ფრაზის სხვადასხვა ასოს 1016-ზე მეტი თანმიმდევრობის შეცვლა შეეძლო.
თავიდან ორი ადამიანი უზრუნველყოფდა მანქანის ფუნქციონირებას: მაშინ, როცა ერთი ბეჭდავდა ღია წერილს კლავიატურაზე, მეორე დაშიფრული წერილების ასოებს ინიშნავდა, ამპულები კი ერთმანეთის თანმიმდევრობით ანათებდა მათ დაფაზე.

დაშიფრული წერილის ღია წერილად აღდგენა სულ ცოტა ერთ გასაღებს საჭიროებდა. „ენიგმას“ შემთხვევაში ეს გასაღები მექანიზმის ამუშავებას არეგულირებდა. რადგანაც კოდირება უკუქცევადი იყო, როტორების, რეფლექტორის, კაბელებისა და „ენიგმის“ დაფაზე მიერთების პირველადი მდგომარეობის ცოდნა კოდირებული თანმიმდევრობის ასოების დაბეჭვდით ღია წერილის მიღების საშუალებას იძლეოდა.

 „ენიგმას“ პირველი დამპყრობლები

კრიპტოლოგები მარიან რეჟევკი, ჯერსი როზიკი და ჰენრიკ ზუგალსკი 1929 წლიდან მუშაობდნენ პოლონეთის გენერალური შტაბისათვის. 1932 წლის დეკემბერში რეჟევსკიმ „ენიგმის“ მექანიზმის გაშიფვრა შეძლო პერმუტაციის (გადაადგილების) თეორიის გამოყენებით. 1934 წლიდან პოლონელმა კრიპტოლოგებმა გერმანული კორესპონდენციის გაშიფვრაც მოახერხეს. ზუსტად ომის წინ, 1939 წლის 24 და 26 ივლისს შორის პოლონელებმა მოკავშირეებს გადასცეს „ენიგმის“ ორი აღდგენილი ტექსტი (ერთი ფრანგებისთვის, ერთი ინგლისელებისთვის), ასევე მათი აღმოჩენების ერთობლიობა, რომლებიც გაშიფვრას ეხებოდა....

ძალიან დიდი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საიდუმლო

ომის შემდეგ „ენიგმას“ წერილები გაუშიფრავის რეპუტაცით სარგებლობდნენ, ამიტომაც მანქანები მთავრობამ და დიდმა ინდუსტრიულმა საზოგადოებამ შეიძინა. ის ფაქტი, რომ „ენიგმას“ კოდი გატეხილი იყო, დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა. მხოლოდ 1973 წელს გამოაქვეყნა ფრანგმა გუსტავ ბერტრანმა მოკავშირეების მიერ „ენიგმას“ კოდის გაშიფვრის ისტორია და ხაზი გაუსვა პოლონელების მთავარ როლს ამ საქმეში.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.science.gouv.fr/fichier/wysiwyg/1325605393-74.jpg